პირველი მედალი რუსეთიდან! - ვაჟა მარგველაშვილმა რუსს მეტოქეს ულამაზესი გდებით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 დეკემბერს ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (73) სანქტ პეტერბურგის მსოფლიოს მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს მიხაილ პულიავეს შეხვდა და უალამაზესი გდებით ვაზარი მიითვალა, თუმცა გდება აშკარად იპონს იმსახურებდა. ამის მიუხედავად მარგველაშვილმა საბოლოოდ მაინც მოიგო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველივე წრიდან ჩაება შეჯიბრებაში და რუს ანზაურ არდანოვს ვაზარით მოუგო.

შემდეგ კი მოლდოველ დენის ვიერუ დაამარცხა. მესამე შეხვედრაში კი ქართველი ძიუდოისტი ყაზახ იელდოს ზუმაკანოვთან იპონით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
"რა ვაზარი, ისე დაახეთქა აქ გავიგონე ხმა" დახეთქების ხმის მიხედვით არე იძლევიან იპონს. იპონია როცა მთელი ზურგით ანუ ორივე ბეჭით დაახეთქებ და ამ შემთხვევაში მარტო მარცხენა ბეჭზე დავარდა რუსი
eldari
10:39 17-12-2017
0
მოკლედ სამწუხაროა მაგრამ არაპროპესიონალები ზიან სტუდიაში. აშკარად ვაზარი იყო და არა იპონი! რადგან ჩვენიანია არ შეიძლება ესეთი სუბიექტურები ვიყოთ.

მედი პროფესიონალიზმია საჭირო როდესაც სტუდიაში ზიხარ და კომენტარებს აკეთებ.
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული