ქართველმა ძიუდოისტებმა მასტერსის საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტებმა მასტერსის ისტორია გადაწერეს.

აქამდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მასტერსის ისტორიაში მაქსიმუმ 2 ოქროს მედალი ჰქონდათ მოპოვებული.

ხოლო 16-17 დეკემბერს, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ მსოფლიოს მასტერსზე საქართველომ შეჯიბრების ერთ დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.


მასტერსის გამარჯვებულები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), ვერცხლის მედალს ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს
მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა.


საქართველოს ნაკრები მასტერსზე სულ 6 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და ხუთმა მათგანმა მედლის მოპოვება მოახერხა. ვაჟთა შორის 7 ფინალიდან 4 ქართველი ძიუდოისტების მონაწილეობით ჩატარდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც იქნა რაღაც დაწერეთ ძიუდოზე, ძააან უყურადღებოდ გყავთ ეს სპორტი მიტოვებული. წინასწარ რო დაწეროთ ხოლმე რა ტურნირი იმართება და ვინ მიდიან კარგს იზამთ
nugzari
11:35 18-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული