10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
10-11 თებერვალს პარიზში გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ქართული დელეგაცია მხოლოდ ვაჟებით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება დანაკლისს, არ გვეყოლებიან ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი (+100).

10 თებერვალს 60, 66 და 73 კგ წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართება. შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყება.

დანარჩენი წონების წარმომადგენლები 11 თებერვალს იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი,
ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სად ვუყუროთ ჩვენს ძიუდოისტებს იქნებ დაწეროთ სადმე,ათას სისულელეებს რომ ბეჭდავთ და ხალხს რაც აინტერესებს იმას არ წერთ!
გიორგი
13:58 11-02-2018
0
სად უყუროტ ჰვენს ლომებს.
bajo.
11:03 10-02-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული