ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
23 თებერვალს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბრიტანელ ეშლი მაკენზის შეხვდა და დაატებით დროში სძლია. ლუხუმ ჩხვიმიანი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი იყო, ვინცდ დღეს ტურნირზე იასპარეზა.

ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის სტარტზე ფრანგ ჯოლან ფლორიმონტს იპონით მოუგო, ხოლო შემდეგ მონღოლ ბოლდბაატარ განბატს ასევე იპონით სძლია. მესამე კი, ვინც ჩხვიმიანმა გზიდან მოიცილა, ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე გახდა, რომელსაც ჩვენებურმა იპონით მოუგო. ნახევარფინალში კი იაპონელ რუიჯუ ნაგაიამს შეხვდა და იპონით დამარცხდა.

24 თებერვალს 73 და 81
კგ. წონით კატეგორიის შეხვედრები გაიმართება, სადაც ქართველებიდან კობა მჭედლიშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოლო 2 ვაზარით მოიგო
Zorbegi
24 თებერვალი 2018 01:38
0
იპონით კი არა გაფრთხილებებით მოიგო ყველა
irakli Apkhaidze
23 თებერვალი 2018 23:53
1
საერთოდ არც უყურებენ შეხვედრებს, ისე წერენ სტატიებს.ყველა შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო, გარდა მაკენზისთან ბრძოლისა, სადაც მოწინააღმდეგე ორჯერ დააგდო ვაზაარიზე.
enlil
24 თებერვალი 2018 02:28
0
ოქროა კარგი
xadara
23 თებერვალი 2018 22:45
0
ოქრო კარგი იქნებოდა, მაგრამ, ნაგაიამამ შანსი არ მისცა. საერთოდ არც მიუშვა ილეთამდე და პირიქით, აქეთ აართვა 2 ვაზაარი
enlil
24 თებერვალი 2018 02:27
0
ოქრო კარგად ბრწყინავს მაგრამ ვერცხლს და ბრინჯაოს არც ნაკლები ოფლის ღვრა უნდა არც ნაკლები შრომა
grego
24 თებერვალი 2018 00:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული