თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება

AutoSharing Option
სამწუხაროდ, კარსმომდგარი თბილისის გრან პრის წინ ჩვენს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებში ისევ დანაკლისია.

ევროპის სამგზის ჩემპიონის, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანის (100) შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ საშინაო შეჯიბრებაზე ვერც ევროპის მესამეპრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (90) იასპარეზებს. თუმცა უსიამოვნებები ამით არ მთავრდება - ამავე წონაში დაგვაკლდება მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი უშანგი მარგიანი.

დანაკლისია ქალთა ნაკრებშიც - ვერ იჭიდავებს მარიამ ციხელაშვილი (57).

ვაჟთა ნაკრებს, ამ სამეულის გარდა, კიდევ ერთი ლიდერი აკლდება და ბედის ირონიით, ისიც 90 კილოგრამში - არ იჭიდავებს ევროპის კიდევ ერთი სამგზის
გამარჯვებული, მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი.

თუმცა მისი გამოსვლა ხელის ტრავმის გამო ადრევე გამოირიცხა, სხვა ტიტულოვანი ფალავნები კი იასპარეზებენ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სიაში რჩებიან ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100), ევროპის ჩემპიონები, მსოფლიოს მესამეპრიზიორები ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66) და ადამ ოქრუაშვილი (+100), ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი (81), ევროპის ბრინჯაოსმედალოსნები - ზებედა რეხვიაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100).

გრან პრი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 30 მარტიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით გაიმართება, მისი დასრულების შემდეგ კი ერთობლივი შეკრება ჩატარდება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული