ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!

AutoSharing Option
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მიერ უშედეგო ასპარეზობაზე საკუთარი უკმაყოფილება ვერ დამალა და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის წერილი გამოაქვეყნა:

"დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0! მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე რა ხდება ძიუდოში!

არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვამბობდი წლების უკან რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე....

შეიძლება კიდევ ის მომაწერონ რომ მე ინტერესი
მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით......

აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორცმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი...... ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
ქევხიშვილის მუშაობის შედეგი დაიდო. მე რიგით გულშემატკივარს მრცხვენია ამ შედეგის, რას ფიქრობს თვითონ საინტერესოა, როცა იცი ეს შენი საქმე არ არის წადი მშვიდობით სახლში. ადრეც მოგწერეთ ავაზა ( გურამ მოდებაძე) აწიეთ მთავარ მწვრთნელად, თუ გინდათ ძიუდო არ დავკარგოთ.
ჯ ი ჯ ი
12:36 30-04-2018
0
დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში. ძალიან დიდი თხოვნა იქნება იქნება რამენაირათ მათზეც დაიწეროს სტატია. ეს კიდევ დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ბოჭებისთვის! ჭიდაობა ქართული სპორტია!
administracias
10:59 30-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული