ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ თავის მოსაზრებებს გვიზიარებს ძიუდოისტთა ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე, ვინც ამ ინტერვიუს შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ვფიქრობთ, მაინც საინტერესოა ევროპის ჩემპიონატზე გუნდის გამოსვლის მისეული შეფასება.

- რა მიგაჩნიათ მომხდარის მიზეზად, რატომ წავაგეთ ევროპის ჩემპიონატი?
- ამ ტურნირისთვის ბიჭები საგანგებოდ არ ემზადებოდნენ, თუმცა მათი რეალური ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც შეიძლებოდა, ევროპის ჩემპიონატზე ის შედეგი მიგვეღო, რაც დასახული გვქონდა
და რაც ბიჭებს ეკუთვნოდათ, მაგრამ რაც დავინახე, ოფიციალური შეჯიბრების სტატუსმა იმოქმედა და ეს ყველაფერი გადაიზარდა ფსიქოლოგიაში, ვერ გაუძლეს. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი ტურნირი, იმავე შემადგენლობით სულ სხვა შედეგის ჩვენება შეიძლებოდა.

- დებიუტანტები რომ ყოფილიყვნენ, კიდევ შეიძლებოდა ფსიქოლოგიაზე ლაპარაკი, მაგრამ ამათგან?
- მე ვფიქრობ, არ არიან მიჩვეულები, რომ ევროპის ჩემპიონატს ასეთი მდგომარეობით შეხვდნენ, თუმცა ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ. ჩემი სპორტული თუ სამწვრთნელო კარიერიდან გამომდინარე, ისიც შემიძლია ვთქვა, რომ მართებულია ევროპის ჩემპიონატის ხარვეზების გამოყენება და მსოფლიოს ჩემპიონატზე ფორმის პიკში ყოფნა.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ წერთ ჭიდაობაში არაფერს ევროპის ჩემპიონათზე არაფერს ?!
ან პირდაპირი რეპორტაჟი რატომ არ არის?!
ან ევროპიდან როგორ ვუყუროთ?!
რატომ დუმხართ ?!
glaxuna
16:13 01-05-2018
0

სიახლეები პოპულარული