ამის შესახებ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
"ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი მოვალეობების ვალდებულება. ჩვენ შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია, თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს.
როგორც ვიცი, ყრილობა 10 მაისს არის დანიშნული და ალბათ, იქ იქნება საუბარი. ვეცდებით, რომ იქ მოხდეს ორივე მხარის კონცენტრირება.
პირადად ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნებში, თუმცა შეხვედრაზე,
ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მათ ამ მოთხოვნით რამდენიმე აქცია უკვე გამართეს. რამდენიმე დღის წინ დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილთან ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრა გვსურდა, თუმცა დღეს კაბინეტში არ იმყოფება
▶ ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...
წყარო: ipn.ge