"პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების თითოეული წევრი ერთ აზრზე ვართ და ერთად სამართლიანი ბრძოლისკენ ვართ მომართულნი.
ჩვენს ერთობას ვერ დაარღვევს ვერავინ! მიუხედავად უამრავი მცდელობისა".
ლიპარტელიანის პოსტში, რომლის გამოქვეყნებულ ფოტოსაც ქვემოთ ნათავთ, ზედა ნაწილში ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ.
სურათის ქვედა ნაწილში კი - ის ძიუდოისტები, რომლებმაც ვარჯიში შეწყვიტეს და დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.
▶ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე
▶ ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!