ჩვენს ერთობას ვერავინ დაარღვევს! - ვარლამ ლიპარტელიანის ემოციური პოსტი

AutoSharing Option
ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

"პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების თითოეული წევრი ერთ აზრზე ვართ და ერთად სამართლიანი ბრძოლისკენ ვართ მომართულნი.

ჩვენს ერთობას ვერ დაარღვევს ვერავინ! მიუხედავად უამრავი მცდელობისა".

ლიპარტელიანის პოსტში, რომლის გამოქვეყნებულ ფოტოსაც ქვემოთ ნათავთ, ზედა ნაწილში ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ.

სურათის ქვედა ნაწილში კი - ის ძიუდოისტები, რომლებმაც ვარჯიში შეწყვიტეს და დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

Sportall.Ge

▶ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე
გაემგზავრნენ

▶ ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
მკითხველის კომენტარები / 8 /
პაატას და მისთანებს-ს. არ ღირს უაზრო კომენტარზე გამოხმაურება, მაგრამ ერთს ვიტყვი, რეალობას ხარ აცდენილი ჯიგარ. გაუგებარია, რა ჯობდა, ყველაფერი შიგნით მოგვარებულიყო, თუ ეს, რაც ახლა ძიუდოს გარშემო ხდება. ეს არის სრული სიბეცე და სიგიჟე. მე ნაკლებად მაინტერესებს ტყუი-მართალი, მე მაინტერესებს ქართული ძიუდოს მომავალი და არა ქევხიშვილები და ლიპარტელიანები, ეს უკანასკნელნი კი ჩემის აზრით უკვე წარსულია.
4
ძიუდო ამ ვაჟკაცებს დავიწყებული არაა აქვთ, პირიქით ისინი იბრძვიან რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს ძიუდოს საქართველოში, ქევხიშვილი ტიპიური აფერისტია და სამ პოსტს ერთდროულად იკავებს და შენ პაატა და შენისთანები რომლებიც ქევხიშვილის მხარეს ხართ და მისთანების ფულის მონები ხართ და ბელადომანიებით ხართ შეპყრობილი, აქაოდა ქევხიშვილები და მისთანები უნდა მართავდნენ ფედერაციას, საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდნენ ამ ბიჭებზე რომლებიც ნამდვილი ვაჟკაცები არიან და თავიანთი საქმე იციან ასი პროცენტით.
პაატას და მისთანებს
11:51 10-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული