ძიუდოს ყრილობა დაიწყო, მობილიზებულია დაცვა და ძიუდოისტებს ელოდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა სასტუმრო "ბილტმორში" დაიწყო. ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ფედერაციის მიერ დაქირავებულია დაცვა, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას იცავს.

დავით ქევხიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ დაცვა მოსალოდნელი სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად იქნა დაქირავებული, რადგან მოსალოდნელია გარკვეული პროვოკაციები.

რაც შეეხება კითხვას, თუ ძიუდოისტები მოვიდოდნენ, შეძლებენ თუ არა დასწრებას ყრილობაზე, მისი პასუხი იყო, რომ მხოლოდ  რამდენიმეკაციან ჯგუფს მიეცემოდა საშუალება.

- სპორტსმენებს შეუძლიათ მობრძანდნენ და ყრილობაზე განაცხადონ იმ ბრალდებების შესახებ, რომლებსაც მიყენებენ. ამ ფორმატში მზად ვარ, გავცე პასუხი. თანამდებობიდან გადაყენებაზე ან
დატოვებაზე არ არის საუბარი, რადგან მე ვარ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი. მე ვიცავ არა ამ თანამდებობაზე დავით ქევხიშვილის ყოფნას, არამედ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რომ მომავალში არ მოხდეს ისე, რომ რამდენიმე სპორტსმენს როდესაც მოუნდება, პრეზიდენტი თანამდებობიდან ან გადააყენოს, ან გადმოაყენოს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დავიცვათ ეს თანამდებობა, როგორც ინსტიტუტი და არა დავით ქევხიშვილი - განაცხადა ქევხიშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, ძიუდოისტები მცხეთაში იყვნენ შეკრებილები და ცოტა ხანში მოვლენ ყრილობის ადგილზე.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმ კაცს რა უთხარი რომელიც თავის პირადულს ამბიციებს გამო გაწირავს ძიუდოს ძიუდოს.
lelo
14:15 10-05-2018
1
ამ დაცვაში ბევრი სპეცრაზმელია! ტატამი არ ეგონოთ ბიჭებს და ხელი არ აწიონ თორემა ჩინმედლებს სულ დააყრევინებენ თუკი რამე მოუპოვებიათ გრან გარან რან ტურნირებზე :D
leri
14:37 10-05-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული