09:43 11-05-2018
დავით ქევხიშვილი: ეს პროცესები ლიპარტელიანისგან არის მართული და მას სპორტსმენები შეცდომაში შეჰყავს [VIDEO]
AutoSharing Option
"ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს. პირველ რიგში, ლიპარტელიანისგან არის ეს პროცესი მართული, რადგან შეცდომაში შეჰყავს სპორტსმენები. ნასაუბრები მაქვს სპორტსმენებთან და აცხადებენ, რომ ჩემთან არ აქვთ პრეტენზია, უბრალოდ, გუნდია და არ უნდათ, გუნდს გამოაკლდნენ, როგორც თავად ამბობენ.
მთელი 4 წლის განმავლობაში იყო არაერთი ადეკვატური მოთხოვნა. ძალიან ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ ეს ვითარება აქამდეც დამდგარიყო, მაგრამ მაქსიმალური კონტროლით ვცდილობდი, ეს არ მომხდარიყო. ამის საფუძველი მათთვის გახდა ევროპის ჩემპიონატის შედეგი.
ვარლამ ლიპარტელიანი არის კაპიტანი, რომელმაც ბიძგი მისცა ასეთ მიმართულებას. მე ამ ჩემი პრინციპული დამოკიდებულებით ვიცავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტს. ეს არის უაზრო მოთხოვნები. ძალა სიმართლეშია“, - განაცხადა ქევხიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის წინასწარ დაგეგმილი და მართული პროცესი.
"დღეს ეს შეხედულება კიდევ უფრო გამიმყარა ვარლამ ლიპარტელიანის გამოსვლამ ყრილობის შემდეგ. მან დაიწყო იმით, რომ ნაკრებს არ ჰქონდა პირობები სავარჯიშოდ, დღეს კი გააჟღერა სისხლის სამართლებრივი ბრალდებები.
მოულოდნელი იყო ეს ბრალდებები, მით უმეტეს, სპორტსმენისგან და ეს მარაზმია, რადგან სპორტსმენი ფიქრობს თურმე ახალგაზრდულ ნაკრებზე, გოგონების ნაკრებზე, ვინ სად დადის და რა შუაშია ეს თემები სპორტსმენთან?! ასეთ რამეებზე რომ ფიქრობს სპორტსმენი და სხვა სპორტსმენებსაც ამას ეუბნება და გაურკვევლობაში აგდებს, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე დამდგარი შედეგის“, - აღნიშნა ქევხიშვილმა.
მანვე "პალიტრანიუსის“ ეთერში კონკრეტულ ბრალდებებზეც ისაუბრა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინა.
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
▶ ძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი: ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა
▶ ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილს - დაგვისახელე, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ?
▶ დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
აბა ააააა! ამათა ყოლიათ აი!
რა?
მწყერები!
მერე რამდენი გვყავს ზემო უბანში რამდენი!
აფრენთ ხოლმე?
ვაფრენთ მაშა!
გააფრინეთ,გააფრინეთ!