შოთა ხაბარელი - უნდობლობა, რომელიც სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გამოუცხადეს, გარკვეულწილად ლეგიტიმურია

AutoSharing Option
უნდობლობა, რომელიც სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გამოუცხადეს, ვფიქრობ, გარკვეულწილად, ლეგიტიმურია, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მიერ მწვრთნელების გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არასწორი იყო.

მისი თქმით, "წარმატებული მწვრთნელების გადაყენების შემოქმედი არის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ის უნდა გადადგეს“. ხაბარელი აცხადებს, რომ ფედერაციაში არსებული ვითარების შესასწავლად შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.

"ძიუდოისტების ერთი დღე არვარჯიში უდრის
1 კვირას. ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებმაც წლების განმავლობაში საქართველოს დიდება მოუტანეს და მათი არვარჯიში არის ძალიან ცუდი. კომისიამაც, ვფიქრობ, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.

ჩვენ კომისიაზე მოვისმინეთ პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის პასუხები და აღვნიშნეთ, რომ იყო ძალიან ბევრი შეუსაბამობა - კითხვებზე არ იყო პასუხები გაცემული.

არანაირი გარე პირები არ არსებობენ. ეს არის ის ტკივილი, რომელიც ბიჭებს აწუხებთ. იყვნენ წარმატებული მწვრთნელები, რომლებიც გადააყენეს. მოვიდნენ ამ სფეროში სრულიად არაკომპეტენტური ახალი მწვრთნელები და შედეგიც დადგა ეს. ბიჭებიც სწორედ ამას აპროტესტებენ.

ბიჭები ფიქრობენ, რომ ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, ის უნდა გადადგეს. მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მან გადააყენა წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანა თავისი მეგობრები. ეს არის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ცუდი“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები შედიან.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

▶ ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და სამუშაო სკამი ნაგვის ურნასთან დატოვეს
მკითხველის კომენტარები / 8 /
არვარჯიში რა უბედურებაა?! ქართული საერთოდ არ იციან? უვარჯიშებლობას ვერ იტყვიან?!
2
წავიდეს ლიპარტელიანი კითხვის ნიშნები რომ არ დარჩეს და წავიდეს ქევხიშვილიც ამას კი ვერავინ დაძრავს ისეა ჩაჭიდებული თავის სკამს კარიერისტი ხაბარელი არ მითხარათ ეხლა საუკეთესო მწვრთნელის პრიზი და რაღაცეები კი როდესღაც იყო ეხლა კარიერისტია.
კახა
14:48 22-05-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული