აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ... - დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს,
კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ.

რა თქმა უნდა, აქამდეც შემოძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ
ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არგახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამხნისგანმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.

დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას", - წერს ქევხიშვილი.

alt"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა" - დაკავებულია 4 პირი

altზურაბ ზვიადაური ძიუდოისტის დაჭრის ამბავზე: ეს უკვე მე­ო­რე ფაქ­ტია, როცა სპორ­ტსმე­ნებ­ზე მოხ­და ზე­წო­ლა

alt"ჩვენ, საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენს ძმებს!"

მკითხველის კომენტარები / 21 /
შენ რომ მართალი ყოფილიყავი ბოლომდე იბრძოლებდი შენი სიმართლისთვის მაგრამ შენ თავიდანვე სკამი გადარდებდა ეხლა შენი მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა და გინდა რომ სუფთა გამოხვიდე რათქმაუნდა ციხეში წასვლას სახლში წასვლა სჯობს. ხოდა ნახვამდის!
Fani
02 ივნისი 2018 12:57
2
სანამ სისხლი არ დაიღვარა (თან მისი მხრიდან) მანამდე არ გაადგა ფეხი. ბოლომდე ამოისვარა ქაქში...
Guga
02 ივნისი 2018 12:47
1
სანამ სროლები არ ატეხეთ შუა ქალაქში შენ და შენმა ბანდამ და საქმეს გალიის სუნი არ აუვიდა არ ინებე გადადგომა. შეგეშინდა დაჭერის შე კუ..რდღელო?
grisha
02 ივნისი 2018 14:28
5
ეს კი არ უნდა გადამდგარიყო უნდა დაეჭირათ. კიდევ ერთი უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში,
roma
02 ივნისი 2018 13:09
4
იმედია ძიუდოში აღარ განმეორდება მსგავსი სიბინძურე და ნორმალური ადამიანი ჩაუდგება სათავეში.
ლევანი
02 ივნისი 2018 13:14
2
ნორმალური ხო აბა? ხაბარელის ნაჩალიჩარია ეგ ყველაფერი და მოაჯდება ახლა ძიუდოს.
დათო
02 ივნისი 2018 17:21
3
ეეეხ ადრე უნდა გექნა მაგი ადრე მარა ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო კარგადაა ნათქვამი სკამის გულისთვის მოძმის სისხლი არუნდა დაღვარო არა.
zaza
02 ივნისი 2018 12:56
0
ქევხიშვილი საპატიმროში!
02 ივნისი 2018 14:51
5
სანამ არ მიახვედრეს თავისით ვერ მიხვდა... არაუშავს სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ჯერი ეხლა სპორტსმენებზეა...
musenbezi
02 ივნისი 2018 13:49
2
დააპატიმრეთ ეს!
qomagi
02 ივნისი 2018 14:11
1
აქამდეც შეგეძლო გადამდგარიყავი,მაგრამ ფულები არ გეთმობოდა? არაკაცი შრეკი...გამოიძიოს მთავრობამ,რამდენი ფული ჭამა ამან და მისმა ბანდამ ფედერაციაში...
status quo
02 ივნისი 2018 13:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული