არა, მეგობრებო! ქევხიშვილი კი არ გადადგა, ქევხიშვილი სიმართლემ, ნაკრების ერთობამ, იმ ახალგაზრდა და იმ ქალმა ძიუდოისტებმა, მათმა თავგანწირვამ, თქვენ, ჩვენ და ყველა იმ ადამიანმა ჩამოაშორა მმართველობას, ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში იზიარებდა ამ ბიჭების ტკივილსა და თავდადებას.
სწორედ ქართველმა გულშემატკივარმა მისცა ამ ბიჭებს იმის ძალა, რომ პროვოკაციების, ტყვიების, ჩაგვრის, ტალახის სროლისა და სხვა ბინძური წინააღმდეგობების მიუხედავად, თავის პოზიციებზე მყარად მდგარიყვნენ და არ დაეშვათ, უსამართლობას ეზეიმა.
ტალახს სუფთა ხელებს უშვერდნენ და ნასროლ ტყვიებს შიშველი მკერდი დაახვედრეს ჩვენმა ლომებმა.
ძიუდოს ნაკრები და თქვენ - ქართველი გულშემატკივარი, ხართ თანამედროვეობის გმირები და მადლობას გიხდით, რომ დაეხმარეთ სიმართლეს გამარჯვებაში.
მეამაყება, ასეთი საქართველო!
მეამაყება, ჩემი გულშემატკივარი!
მეამაყებიან, ჩემი უძეგლო გმირები!
გილოცავთ!
(ბრძოლა გრძელდება იქამდე, ვიდრე ღირსეული არ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას!)", - წერს გვენეტაძე.
ეს ხომ ცხადი სიზარმაცეა, ანუ რა გამოდის იმის მაგივრად რომ საინტერესო სტატიები წერო / მოიძიო / დაამუშაო და ჩვენც გვასიამოვნო და საიტის იმიჯიც არ დააზარალო, რას აკეთებ საამისოდ? უბრალოდ ცნობილი სპორტსმენების ცოლების / სიდედრების / ნათესავების ფეისბუკებს ჩასაფრებული, აკოპირებ სტატიებს. არა მესმის რომ ხარისხიან სტატიას დრო, ჭკუა და პროფესიონალიზმი ჭირდება რაც ალბათ გაქვს მაგრამ არ იყენებ. უბრალოდ დაფიქრდი: ეს ის არ არის რაც ჩვენ გვჭირდება!!