ბუდაპეშტის გრან პრი: ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი იპონით მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, უნგრეთში ბუდაპეშტის გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ორმა ქართველმა, ამირან პაპინაშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა იბრძოლა.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში უნგრელ ანრას ვიდას მოუგო, ხოლო შემდეგ ხოაკინ გომისს სძლია.

სამწუხაროდ, მესამე შეხვედრა პაპინაშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ალბერტ ოზუგოვთან მტკივნეული ილეთით წააგო.

პაპინაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მონღოლ ბოლდბაატარს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს იპონით სძლია.

ამავე წონაში ჩხვიმიანმა კი
პირველ ორ შეხვედრაში ჯერ უნგრელ დანიელ მონორის, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს
მოუგო, თუმცა მესამე დაპირისპირებაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

ჩხვიმიანი რეპეშაჟში აშშ-ის წარმომადგენელ ადონის დიაზს დაუპირისპირდა და მალევე მოუგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩხვიმიანი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნოდიშს ვიხდი,რეხვიაშვილის ნაცვლად მგონი მარგველაშვილი დავწერე.ამასობაში ზებედამ მეორეც მოიგო, ივანოვთან,ვაზარით.
სოსო
13:16 11-08-2018
0
გიგანი იაპონელს ორი გაფრთხილებით უგებდა,შემდეგ ვაზარზე დააგდო,მაგრამ მერე გააფრთხილეს, ჯერ ერთი ვაზარი გაატარა,შემდეგ ისევ გააფრთხილეს და 4 წამით ადრე იაპონელმა ჩაბრუნებულით მოუგო.მარგველაშვილმა 45 წამი იჭიდავა,შემდეგ კი მეტოქეს შეჩერებულზე ჭიდაობაზე კუნთი გაეჭიმა და ვეღარ გააგრძელა
სოსო
12:39 11-08-2018
1

სიახლეები პოპულარული