დაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ
ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ასე სამართლიანად ურთიერთჭიდილში უნდა გადაწყდეს მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე მონაწილეობა, მაგრამ არა უშუალოდ შეჯიბრების წინ 2 კვირით ადრე. 1-2 თვე მაინც უნდა იყოს ვადა, რომ ძალები აღიდგინონ. ამავე დროს რა ვუყოთ სპორტული ფორმის პიკს, რომელც უშუალოდ შეჯიბრების დღეებში უნდა დადგეს?! ეს კი აღარ ვიცი! ))))
aburjga
02 სექტემბერი 2018 18:12
6
დაძაბულ ბრძოლაში კი არა ჟესტივით ათრია სიდედრიჩი
სამართალმა პური ჭამა
02 სექტემბერი 2018 18:03
16
ნუ დაიწყებთ ახლა,სამართალმა პური ჭამა და ასეთებს,ორი ძლიერი მოჭიდავე გვაყს სამწუხაროდ ვერ ხერხდება ორივეს წაყვანა,ვულოცავ ბექას გამარჯვებას,ავთოს კი წარმატებებს წინ ოლიმპიადაა,მსოფლიოც იქნება და ევროპაც,წარმატებები ყველა ჩვენებს
გოჩა
02 სექტემბერი 2018 17:58
13
ვულოცავ ბექას ამ გამარჯვებას,ღირსეულად მოიგო. თან გული მწყდება, რომ ავთო დამარცხდა. მარტო არა ვარ ალბათ, რომელსაც რაღაც გაორებული გრძნობა დამეუფლა. ყველაზე კარგ გამოსავლად ავთოსთვის წონის დაგდება მიმაჩნია, ძალა არ ყოფნის 90-ში საჭიდაოთ. წონის დაგდება რომ შეძლოს ბოლო ოთხ წონაში ბრწყინვალე შემადგენლობა გვეყოლებოდა და ამათ თუ ფორმაში მყოფ შავდათუაშვილს დავუმატებთ მსოფლიოზე მედლების ცვენას უნდა ველოდოთ. ერთს დავუმატებ რომ სისხლში გაუჯდეთ ჩვენს ფალავნებს. ერთმანეთის მტრები არასოდეს არ გახდეთ მიუხედავად ყველაფრისა.
emigranti
02 სექტემბერი 2018 17:55
0
ვულოცავ ბექას გამარჯვებას ვუსურვებ წარმატებებს და 90 ში უნდა გაასამოს ზვიადაურის ცირეკიძის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გახდეს. ასევე წარმატებას ვუსურვებ ჭრიკიშვილს და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გახდეს 81-ში. წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს ასახელეთ სამშობლო და გაახარეთ ქართველი ერი.
კახა
02 სექტემბერი 2018 17:54
0
გენაცვალე ბექა!!! იმსახურებდა ეს ბიჭი მსოფლიოზე ჭიდაობას!!! ავთოს ფსიქოლოგიური უპირატესობა ქონდა და ყოჩაღ ბექა მაგრად დაუდგა! ბექას მსოფლიოზე წარმატებებით გამოსვლას ვუსურვებ! ავთოს კიდევ, მაინც მგონია, 81-ში შეუძლია ძველი დიდების დაბრუნება! შეიძლება ვცდები და 90-ში ორი უმაგარესი ბიჭი გვეყოლება!
პაატა
02 სექტემბერი 2018 17:51
0
სამართალმა პური ჭამა
dato
02 სექტემბერი 2018 17:51
6
ფაიზაღ!))
02 სექტემბერი 2018 17:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული