დაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ
ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

მკითხველის კომენტარები / 50 /
მარტო იმიტომ გამეხარდა ამ ბიჭის გამარჯვება რომ, ისეთი შანტაჯები მოუწყო ჭრიკიშვილის ცოლოურმა მეგონა ცოცხლად შეჭამდნენ. ყოჩაღ ბექა, აი ღირსეული და გაწონასწორებული ახალგაზრდა, აი რა ტყუილა ატეხეს ძიუდოში შანტაჯები. ბექა, გისურვებ მსოფლიო ჩემპიონობას.
ღირსეულმა ლომმა გაიმარჯვა
02 სექტემბერი 2018 18:41
4
ვულოცავ ბექას ამ გამარჯვებას,ღირსეულად მოიგო. თან გული მწყდება, რომ ავთო დამარცხდა. მარტო არა ვარ ალბათ, რომელსაც რაღაც გაორებული გრძნობა დამეუფლა. ყველაზე კარგ გამოსავლად ავთოსთვის წონის დაგდება მიმაჩნია, ძალა არ ყოფნის 90-ში საჭიდაოთ. წონის დაგდება რომ შეძლოს ბოლო ოთხ წონაში ბრწყინვალე შემადგენლობა გვეყოლებოდა და ამათ თუ ფორმაში მყოფ შავდათუაშვილს დავუმატებთ მსოფლიოზე მედლების ცვენას უნდა ველოდოთ. ერთს დავუმატებ რომ სისხლში გაუჯდეთ ჩვენს ფალავნებს. ერთმანეთის მტრები არასოდეს არ გახდეთ მიუხედავად ყველაფრისა.
emigranti
02 სექტემბერი 2018 17:55
0
გივი ძმაო შენ ატეხე აქ ერთი ამბავი ჭრიკიზე ხმა არ გავიგოო და ხალხმა იგივე პათოსით ბექაზე რომ დაწერა რას გადაირიე? ამ მდგომარეობაზე ადრე იტყოდნენ ხოლმე წინდებიდან ამოხტაო:)))))) ძმებო აქ ვგონებ არც პრიმიტივი ღორჯოების და არც "გრუზინების" კომენტარები არაა, ძიუდოს გულშემატკივარი გამოხატავს თავის აზრს. ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს მაინც ვერ დაგვავიწყებს ავთოს და ლიპოს მიერ მონიჭებულ სიხარულს, ძიუდოს ვარსკვლავები იყვნენ და არიან, მაგრამ რაც წელს მაგ ორმა დაატრიალა რომელს მოგეწონათ? ქევხიშვილი შეიძლება წასასვლელი იყო, მაგრამ რა ვეღარ დამთავრდა ეს არეულობა?! მერე ავთოს ეს ფბ-ის ამბავი სწორი იყო? მონაწილეთა ხარისხის მიხედვით ერთი საშუალო ტურნირი მოიგო და მჩაგრავენ მსიფლიოზე არ მივყავარო, ეს არის ჩენპიონის საქციელი?! ახალგაზრდებმა რა უნდა ისწავლონ ამ საქციელებიდან?! უმთავრესად ესაა გულისტკივილი, თორემ მსიფლიოს წინ რომ სპორსტმენი მოსამზადებელი ციკლიდან არ უნდა ვარდებოდეს ეს ხომ აქსიომაა?! წავა ბექა მსოფლიოზე, მაგრამ შეიძლება ვეღარც გააკეთოს შედეგი და მერე ატყდება ერთი ამბავი ჭრიკი უნდა წასულიყოო, არადა ბექას უკვრ დაერღვა მოსამზადებელი გეგმა. ესაა ძმაო სიმართლე და სად არის აქ საერთოდ პოლიტიკა?! ისე ჩვენს ჩემპიონატზე უნდა ხდებოდეს წონის ლიდერების გამოვლენა, ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ხოდა არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა და შეურაწყოფებზე გადასვლა, თორემ ცოდოა ადმინი იმდენი კომენტარის დაბლოკვა მოუწევს:))) ერთმანეთის მოსმენა და გაგება შეგვძლებოდეს ქართველებს, ეს არის ჩემი სურვილი!!!
პაატა
03 სექტემბერი 2018 01:13
2
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა და უფლება არა მაქვს არ დაგეთანხმო
გგგ
03 სექტემბერი 2018 09:46
0
ორივეს ვუსურვებ დიდი წარმატებებს, ბექას ადრეც დამსახურებული ჰქონდა მსოფლიოზე გამოსვლა, მაგრამ მაინც უნდა ეწვლა ამ ბიჭს...რომელი ფედერაცია ან ნაკრების მწვრთნელი დაუშვებდა იმას რაც ჩვენებმა დაუშვეს?! მსოფლიოს წინ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ყველაფერი მოსულა. ბოლოსდა ბოლოს ნაკრებს დაუნიშნეთ ერთი მწვრთნელი და ამ ფედერაციას კიდე პრეზიდენტი აურჩიეთ! დაამთავრეთ ძიუდოში არსებული ვაგხანალია!!!წარმატებები ბექა!!!
პაატა
02 სექტემბერი 2018 19:55
1
ბექა ეკუთნოდა დქ მართალიც იყო! ვენაცვალე რომ მოიგო! არ გინდა ეგეთი რამეების წერა გივილო, ჭრიკის ის ურჩევნია დაიკლოს და 81-ს დაუბრუნდეს! 90 ბექას წონაა და აცადეთ ამ ბიჭს. ჯერ იყო და ლიპოა დაუთმო ოლიმპიადაზე, ეხლა იყო და ჭრიკი ატყდა...ვერ გავიგე ამ ორს უნდა შეეწიროს ეს ტალანტი?! ბექამ პრეტენზიების გარეშე 100-ში იჭიდავა მთელი სეზონი და ოლიმპიადის ლიცენზიაც კი მოიპოვა. არ იკადრა ამ ბიჭმა ის რაც ეხლა ავთომ იკადრა, ასე რომ ინამუსეთ ციტა მაინც. გასაგებია გივილო?!
გივის!!!
02 სექტემბერი 2018 23:53
3
გივი რამ გაამწარა, რატო ილანძღება ასე უკანმოუხედავად? გვითხარი რაგჭირს შეკაიკაცო
03 სექტემბერი 2018 00:47
0
მართალას ამბობ, თავის დროზე მართლა არ იკადრა ბექამ მსგავსი აჟიოტაჟი. მასაც ეგრე რომ ექნა და მოეთხოვა 90-ში ლიპოსთან საკონტროლო შეხვედრა, დარწმუნებული ვარ ფედერაცია არ გააკეთებდა მსგავსს, ანუ არ შეახვედრებდა ლიპოს და ბექას. ახლა ბრატისლავაში გაგზავნეს ავთო და ბექა. ყველა ველოდით რეალურად მაგ ფინალს რაც მოხდა. ერთი მხრივ კი კარგია, რომ დამტკიცდა: დღეს ბექა უკეთეს ფორმაშია ვიდრე ავთო. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ძიუდოისტს მსოფლიოზე. მათი წარმატება ხომ ქვეყნისაც არის
გიორგი
03 სექტემბერი 2018 12:00
0
ყველა გამოხმაურება
სამართალმა პური სჭამაა :) გილოცავ ბექა ამ უაზრო პაექრობების გარეშეც გვჯეროდა რომ შენ ნომერ პირველი ხარ,მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ მართლა ფალავანი ხარ და არა კლავიატურის ლომი როგორც ვიღაც ვიღაცეები არიან :)
ჯოტო
02 სექტემბერი 2018 20:27
7
დაძაბულ ბრძოლაში კი არა ჟესტივით ათრია სიდედრიჩი
სამართალმა პური ჭამა
02 სექტემბერი 2018 18:03
16
ვულოცავ ბექას გამარჯვებას ვუსურვებ წარმატებებს და 90 ში უნდა გაასამოს ზვიადაურის ცირეკიძის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გახდეს. ასევე წარმატებას ვუსურვებ ჭრიკიშვილს და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გახდეს 81-ში. წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს ასახელეთ სამშობლო და გაახარეთ ქართველი ერი.
კახა
02 სექტემბერი 2018 17:54
0
ორივე მაგრები ხართ, გილოცავ ბექა ნამდვილად დაამტკიცე შენი სიძლიერე, წარმატებები მსოფლიოზე, იმედია დამშვიდდება ყველა და აღარ მოხდება საქვეყნოდ შიდა კონკურენციის გამოტანა და მწვრთნელების საქმეში ჩარევა, ესე აჯობებს ყველასთვის!
ზურა
02 სექტემბერი 2018 18:56
1
გენაცვალე ბექა!!! იმსახურებდა ეს ბიჭი მსოფლიოზე ჭიდაობას!!! ავთოს ფსიქოლოგიური უპირატესობა ქონდა და ყოჩაღ ბექა მაგრად დაუდგა! ბექას მსოფლიოზე წარმატებებით გამოსვლას ვუსურვებ! ავთოს კიდევ, მაინც მგონია, 81-ში შეუძლია ძველი დიდების დაბრუნება! შეიძლება ვცდები და 90-ში ორი უმაგარესი ბიჭი გვეყოლება!
პაატა
02 სექტემბერი 2018 17:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული