17:45 02-09-2018
დაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.
ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.
მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მაგის მონათესავე ფეისბუკის ლომებს რომ თავი დავანებოთ. არაფრით არ იყო მართალი.
და ახლაც ამ საქციელით ძალიან ბევრი გააფუჭა. იმის მაგივრად ბექას მომზადება მსოფლიოსთვის ნორმალურად დაესრულებინა, საჭირო გახადა სწრაფად შეეწყვიტა მომზადება, წონა დაეკლო და სადღაც გადაკარგულში ტურნირზე გამოსულიყო. ახლა რამდენად მომზადებული ჩავა ბაქოში კიდევ ცალკე საკითხია. ფსიქოლოგიურ წნეხზე აღარ ვსაუბრობ.
ბექას ერთადერთი დანაშაული რაც არის არის ის რომ აყვა ამათ და ტურნირზე გამოვიდა
"არაფრის" დასამტკიცებლად.
არ გრცხვენია ბექა? ცოდვა არ არის?