შოკი! - ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (90) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო.

ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და იპონით დამარცხდა. გერმანელმა ღვინიაშვილი ილეთზე დაიჭირა და საპირისპიროდ დასცა.

სამწუხაროდ, ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ ტოვებს, არადა, ამ წონაში გამოსასვლელად მან ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთგვარი დუელიც კი გამართა. ბრატისლავის ევროპის თასზე ბექა ღვინიაშვილმა ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 90-ში უშანგი მარგიანიც იჭიდავებს, რომლის მეტოქე ჩინელი ჰებილიჯი ბუ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ივანიშვილი დანიშნეთ მთავარ მწვრთნელად
მთ
24 სექტემბერი 2018 10:39
7
დაჭამეს ერთმანეთი და ესეც შედეგი.ჯერ სად ხართ
ლევანი
24 სექტემბერი 2018 10:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული