ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია

AutoSharing Option
ძიუდოისტების ნაწილი ძიუდოს ფედერაციის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს. ძიუდოს ფედერაციის არჩევნები სასტუმრო "ბილტმორში" დღეს იმართება.

როგორც ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ფედერაციას კვლავ დავით ქევხიშვილი მართავს.

"ერთპიროვნული მმართველობაა კვლავ ძიუდოში. ქევხიშვილის დელეგატები არიან კვლავ ძიუდოში. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ მათ და ვამბობთ, რომ როგორც დღეს მიდის არჩევნები, ამით სიტუაცია ძიუდოში არ დალაგდება. უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ქევხიშვილს უნდა.

გიორგი ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

საარჩევნო ყრილობაზე დანარჩენმა კანდიდატებმა (დავით ხახუტაშვილი, დავით ქევხიშვილი, დავით
ხახალეიშვილი და გიორგი ალექსიძე) კანდიდატურები მოხსნეს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
სანამ მთელი აღმასკომი არ შეიცვლება მანამდე ქართულ ძიუდოს არაფერი ეშველება. ზიან მაფიოზებივით ეგ მუქთახორები და მარტო იმაზე ფიქრობენ,რომ თბილი სავარძლები არ დაკარგონ. ძიუდოისტების ბედი საერთოდ არ აინტერესებს მაგ ნაძირლებს.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
14:52 24-10-2018
9
არ ყოფილა ჩვენი საშველი!
შოთა
14:21 24-10-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული