27 ოქტომბერს აბუ-დაბიში გრანდ სლემის პირველი საჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ორი ქართველი ძიუდოისტი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ამირან პაპინაშვილი (60) და ვაჟა მარგველაშვილი (66) ტურნირის ფინალში გავიდნენ.
ამირან პაპინაშვილმა ნახევარფინალში უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს მოუგო. მეოთხედფინალში კი პაპინაშვილი ბელგიელ ჟორე ვერსტრაეტენ შეხვდა და იპონით სძლია.
ფინალში პაპინაშვილი ესპანელ ფრანცისკო გარიგოსსა და უზბეკ გუსმან კირზიგბაევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ქართველი ძიუდოისტი პირველ შეხვედრაში რუსეთის წარმოამდგენელ ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში პაპინაშვილმა ოქროს ქულა მეტოქის იპონზე დაგდებით მოიპოვა და
გამარჯვება იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ პაპინაშვილმა რუსეთის წარმოამდგენელი ისე დააგდო, რომ მეტოქე კოჭლობით წამოდგა.
ვაჟა მარგველაშვილმა ნახევარფინლაში რუსეთის წარმომადგენელ იაკუბ შამილოვს დამატებით დროში სძლია, ხოლო მანამდე მეოთხედფინალში ბელარუს დმიტრი შერშანს მოუგო. პირველ შეხვედრაში კი მარგველაშვილმა ირლანდიელი ნეთონ ბიორნსი იპონით დაამარცხა.
სამწუხაროდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60) რეპეშაჟში ბელგიელ ჟორე ვერსტრაეტენთან წააგო და უმედლოდ დარჩა.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.