საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ძიუდოისტების ტრავმებზე განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, სადაც ძიუდოისტების ტრავმების შესახებ წერს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

"ტრავმიანობა საქართველოს ნაკრებში.

ბოლო დროს საქართველოს ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები ტრავმების გამო ვერ ახერხებენ ტურნირებზე ასპარეზობას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. ჰააგის გრან პრიზე სამი ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაშავდა.

ისინი ჰოლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში ოსაკას გრან სლემზე საასპარეზოდ უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ ავთანდილ ჭრიკიშვილს საქართველოში დაბრუნება მოუწია. მას ფეხის ტრავმა აწუხებს და დაახლოებით ერთი თვე მაინც მოუწევს რეაბილიტაცია.

შედარებით მსუბუქი ჩანდა ზებედა რეხვიაშვილის და
ვარლამ ლიპარტელიანის ტრავმები (რეხვიაშვილს ფეხი აწუხებდა, ლიპარტელიანს - ნეკნი), ამიტომ ისინი იაპონიაში გაემგზავრნენ, თუმცა რეხვიაშვილს ტრავმა გაურთულდა და ის ოსაკას გრან სლემზე ვეღარ იასპარეზებს.

უკვე იაპონიაში ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გრან სლემზე ვეღარ გამოვიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, ასევე ტრავმა მიიღო ლაშა შავდათუაშვილმა და გართულებების თავიდან ასაცილებლად ოსაკაში ისიც ვერ გამოვა ტატამზე. საქართველოს ნაკრების ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნაკრების ძიუდოისტები ჯანრთელნი შეხვდნენ წლის ბოლო შემაჯამებელ შეჯიბრს ჩინეთში გასამართ მასტერსს.

ჩინეთში შესაძლებელია იასპარეზოს ტრავმამოშუშებულმა ბექა ღვინიშვილმა, რომლის რეაბილიტაცია საკმაოდ სწრაფად მიდის. ჯანმრთელადაა და მასტერსისთვის ემზადება ამირან პაპინაშვილი", -  წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოსაკას გრანდ სლემზე ოთხივე ქართველი ძიუდოისტი მედლის გარეშე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დააფინანსეთ ქალების ნაკრები ტურნირებზე მათ შეწევთ ძალა იბრძოლონ ლიცენზიის მოსაპოვებლათ და შედეგებსაც დადებენ!
lelo
00:07 25-11-2018
0
მიეცით ახალგაზრდებს თავის გამოჩენის უფლება! ახალკაცი მაისურაძე 81-ში. ნინიაშვილი ნაგლკიაშვილი 66-ში. 90-ში მიხეილ ქავთარაძე. მძიმეში ზაალიშვილი. გააორმაგეთ წონები ამ ახალგახრდები და გაზარდეთ კონკურენცია სანებლიძე 100-ში.
gurami
00:03 25-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული