ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

AutoSharing Option
საქართველოში სპორტის ნებისმიერი სახეობის ფედერაციაში რომ მიხვიდეთ, გეტყვიან, ჩვენ ერთი ოჯახი ვართო. არადა, ხშირად ამ ოჯახის უკან ძალიან დიდი პრობლემები იმალება და ბევრი რამ კულუარებში წყდება, რომელიც ერთხელ ყოველთვის გამომჟღავნდება და ეს მერე ამ კონკრეტული სპორტის დაღმასვლას უწყობს ხელს.

ძიუდოშიც იგივე მოხდა. ალბათ, ოჯახის დაშლის გარკვეული წინაპირობა ეს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც საბოლოოდ ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ირაკლი უზნაძე გაათავისუფლეს, ფედერაციის პრეზიდენტი კი გვპირდებოდა, რომ ეს უკეთესი შედეგის მისაღწევად მოხდა.

altსაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?

ამ ცვლილებამ გარკვეული შედეგი

გამოიღო, ნელ-ნელა შედეგმა იკლო. სულ ბოლოს კი ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დავრჩით და საბოლოოდ ქართველმა ძიუდოისტებმა უთანხმოების შემდეგ ვარჯიში შეწყვიტეს.


alt"არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება

ამ მომენტის შემდეგ იყო ბევრი სიტყვიერი ურთიერთდაპირისპირება. ძიუდოისტებმა ფედერაციის ცოდვები ნათელში გამოიტანეს. ერთ-ერთი იყო ეგრეთ წოდებული "ატკატების" საქმე. დავით ქევხიშვილს გადადგომა არ უნდოდა. საპარლამენტო კომისიის თავჯდომარე მიხეილ ყაველაშვილიც მის დარჩენას უჭერდა მხარს.


altდავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?

altმიხეილ ყაველაშვილი: დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

altძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი: ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა

ამ პერიოდში გამოჩნდა, რომ ძიუდოისტებს შორის ერთობა ბოლომდე არ იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანს მხარი დაუჭირა ახალგაზრდულმა ნაკრებმა და ქალთა ნაკრებმა, თუმცა ეგრეთ წოდებული გორელთა სამეული აქციებში არ ერთვებოდა და არც ვარჯიში შეუწყვეტიათ, საბოლოოდ შეკრებაზეც წავიდნენ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.


altჩვენს ერთობას ვერავინ დაარღვევს! - ვარლამ ლიპარტელიანის ემოციური პოსტი

altლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ

altღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება

საბოლოოდ, დავით ქევხიშვილის ბედი კიდევ ერთმა ფიზიკურმა დაპირისპირებამ გადაწყვიტა, სადაც შსს-მ გამოძიება დაიწყო.


alt"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა" - დაკავებულია 4 პირი

altაქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ... - დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

altგაფიცულმა ძიუდოისტებმა ვარჯიში განაახლეს [PHOTO]

პირველი ღია დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო, ავთანდილ ჭრიკიშვილის პოსტს მოჰყვა, სადაც ამბობდა, რომ ის იჩაგრებოდა, მას ეკუთვნოდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა და არა ბექა ღვინიაშვილს. ღვინიაშვილს მისთვის პასუხი არ გაუცია, თუმცა საბოლოოდ სლოვაკეთში გამართულ ტურნირზე შედგა ქართველთა ფინალი, სადაც ღვინიაშვილმა გაიმარჯვა.


altძიუდოში კვლავ დაპირისპირებაა - ჭრიკიშვილი ღვინიაშვილს ბრძოლაში იწვევს და კვლავ ქევხიშვილის მმართველობაზე საუბრობს

altდაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]

შემდეგ იყო ნაყოფიერი მსოფლიო ჩემპიონატი, ძიუდოს ნაკრები პირადი მწვრთნელებით და საბოლოოდ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებიც დადგა. ვარლამ ლიპარტელიანმა არჩევნებამდე განაცხადა, რომ გიორგი ათაბეგაშვილი დავით ქევხიშვილის კაცი იყო, არჩევნები კი ისე წარიმართა, რომ ყველამ კანდიდატურა მოხსნა და გიორგი ათაბეგაშვილი მართლაც პრეზიდენტი გახდა.


altვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია

altსაქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა

შემდეგ, სავარაუდოდ, გარკვეული კონსესუსი შედგა, რადგან ძიუდოისტები აბუ-დაბის გრანდ სლემზეც გამოჩნდნენ და საბოლოოდ ოსაკაშიც.


altლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]

altვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემი მოიგო

altაბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

altამირან პაპინაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

რაც შეეხება ოსაკას, იაპონიაში ვერაფერი მოვიგეთ. ეს ფედერაციამ ტრავმიანობას დააბრალა და ყველაფერმა ისე ჩაიარა, თითქოს არაფერი მომხდარა.

შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩვენ მიერ გადამოწმების შემდეგ წყარომ გვიამბო, რომ ოსაკაში ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს, გურამ თუშიშვილის გარდა, თითქმის ყველა ძიუდოისტი დაუპირისპირდა. ამავდროულად, ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსია, მაგალითად, ისიც, რომ პირველადი დაპირისპირება ლუხუმ ჩხვიმიანსა და ვაჟა მარგველაშვილს შორის მოხდა, შემდეგ კი ლუხუმს უშანგი მარგიანმა დაუჭირა მხარი და მარგველაშვილს შავდათუაშვილმა, საბოლოოდ მათ კი კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი აშველებდა.


alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

თითქმის ყველა ვერსია ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი სასტუმროში მოხდა. ამ ფაქტს გარკვეულწილად ერთ-ერთი ძიუდოისტის მშობელი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარით ადასტურებს.

Sportall.Ge

თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა მხარესთან გადაგვემოწმებინა ინფორმაცია. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ჩვენთან განაცხადა, რომ ფედერაციაში საჩივარი არ შესულა და შესაბამისად, არც არაფერი იყო გამოსაძიებელი. ალბათ, ძნელად წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ შესაძლო კონფლიქტში მონაწილე ძიუდოისტი საჩივარს წერს. ამის არდაწერისთვის არსებობს სამი მიზეზი: ქართული მენტალიტეტი, დისკვალიფიკაციის საფრთხე და შურისძიების სურვილი.


altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

თუმცა მოგვიანებით ლაშა შავდათუაშვილმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არაფერი მომხდარა და ტრავმა რომ არ გართულებულიყო, ოსაკას გრანდ სლემში ამიტომ არ მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ კი ვარლამ ლიპარტელიანთან გადამოწმების შედეგად, კაპიტანმა ჩვენთან უარყო შესაძლო ფაქტი.


altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

altვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ

თუ ეს ჩხუბის ამბავი სიმართლეა, ამას აუცილებლად მოჰყვება უფრო დიდი დაპირისპირებები. თუ ეს კონფლიქტი ნამდვილად მოხდა და ეს ფედერაციამ იცის, ეს დანაშაულია, რადგან დაუსჯელობის სინდრომი ახალ კონფლიქტებს ახალისებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი კარგად შეთხზული ჭორია.

ასეთ დაპირისპირებებს გამარჯვებული და დამარცხებული არ ჰყავს. ამ ყველაფერს ჰყავს დაზარალებული და ეს ქართული ძიუდოა. ძიუდოს ფედერაციას ახალი სახეები სჭირდება, რადგან ნდობის ფაქტორი საკმაოდ დაბალია. ამავდროულად, საჭიროა სრულიად ახალი მწვრთნელი, რომელიც გუნდს გააერთიანებს და კითხვებს არ დატოვებს.

ნაბიჯები არ ჩანს, ნაბიჯები არ იდგმება. ნელ-ნელა კი ძიუდოს "დიდი ოჯახი" იშლება...

მკითხველის კომენტარები / 10 /
აქამდე თუ მხოლოდ ცალკეული რქიანი სპორტსმენები ურევდნენ დავთრებს, ახლა ისიც დაემატა, რომ ფედერაცია სრულიად უნიათოა და არაფერს აკეთებს-აქამდე ვერ მოება თავი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას და ქაოსურად, ვისაც სად მოხვდება, იქ ვარჯიშობს. გარდა ამისა, აჯანყებულ სპორტსმენებს ყველაფერი შერჩათ, რაც აქამდე გააფუჭეს-დაწყებული ვარჯიშების მიზანმიმართული ჩაშლით და დაუმორჩილებლობით, გაგრძელებული ჩხუბით და ფედერაციის შენობაში დებოშით და დამთავრებული ბოლოს "გორელების" მიმართ სოცქსელებში გამოხატული აგრესიით. ამაზე ყველაფერზე თვალი დახუჭა ფედერაციამ და შედეგმაც არ დააყოვნა-ღია ცემა-ტყეპამდე მივიდა საქმე.
ავტორს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ "შედეგმა იკლო". ჩაგდებულ ევროპას თუ არ ჩავთვლით, ცირეკიძის ხელში ნამდვილად არ ჰქონია არავის წინანდელზე ნაკლები შედეგი. ცირეკიძის ბრალი არ ყოფილა ის, რომ ზოგიერთებმა წონა შეიცვალეს. ეს უზნაძე კი ნუ გააკერპეთ მართლა! ხაბარელის და ზაიზენბახერის ხელში აიღეს ქართველებმა ოლიმპიური ოქრო და უზნაძემ კი იმდენი მოახერხა, რომ ვერც ოლიმპიური ჩემპიონი გახადა რომელიმე შეგირდი და 2 წამყვან სპორტსმენს-ჭრიკიშვილს და ღვინიაშვილს ისეთი ექსპლუატაცია გაუწია, რომ ტრავმები და დაქვეითება მოუტანა ერთსაც და მეორესაც. დაანებეთ თავი ამ გულშემატკივრებმა მაგის დაბრუნების მოთხოვნას. მუშაობს უკვე თურქეთში და კიდეც რომ ძალიან უნდოდეს, ნაღდად ვერ წავა და წამოვა აწი თავის ნებაზე.
სულიკო
04:00 30-11-2018
0
ძიუდოს და სამბოს ფედერაციაში კორუფცია სულ იყო და ახლაც.არის.
სამბოს ფედერაციაში ოლეგ იაძეს დროს იყო მწვერვალი ყოველგვარი მოტეხვის და მიწერის ზენიტი და ხაბარელის დროს იგივე ხდებოდა ის იყო დამწყები კორუფციის მამა
Shalva
09:52 29-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული