ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში რომ პრობლემებია, ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა. სულ ბოლოს აღმასკომის სხდომას ველოდით, რომელიც 29 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არ ჩატარებულა.

ამასობაში, ჩვენი ინფორმაციით, ფედერაცია ფიქრობს ისეთი მწვრთნელის მოყვანას, რომელიც ნაკრებს გააერთიანებს. ასეთად კი ილიას ილიადისი ესახებათ, რომელიც როგორც ცნობილია, ძიუდოისტებთან მეგობრობს და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

რაც შეეხება ილიადისს, ის 1986 წელს ახმეტაში დაბადებული ჯარჯი ზვიადაურია, რომელიც 2002 წელს გახდა საბერძნეთის მოქალაქე. ის 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა, 2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა. ამავდროულად,
მის ბალანსზეა სამი მსოფლიოს ჩემპიონობა და ორი ევროპის ჩემპიონობა. როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 81 კილოგრამში მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ 90 კილოგრამში გადაინაცვლა. კარიერის ბოლო წლებში ტრავმებმა გააწამა და ტურნირებზე ნაკლებად გამოდიოდა.

ჯარჯი საქართველოში ორჯერ მოხდა კრიტიკის ქარცეცხლში. პირველად - როდესაც ის ზურაბ ზვიადაურმა პოლიტიკური ნიშნით გააკრიტიკა და თქვა, ჯარჯი ჩემთვის მკვდარიაო; მეორედ კი - მისმა გადაღებულმა ფოტომ პუტინთან, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტს ჩემპიონი უწოდა საკუთარ საქმეში.

Sportall.Ge

რაც შეეხება უერთიერთშეხვედრებს, მაგალითად, საქართველოს ნაკრების კაპიტანთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ის 4-ჯერ არის დაპირისპირებული. მათ თანაბარი ბალანსი აქვთ - 2-2 მოგება. ის ბექა ღვინიაშვილს სამჯერ დაუპირისპირდა და 2-ჯერ დაამარცხა, ერთხელ თვითონ დამარცხდა. მას ნაჭიდავები აქვს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან, დავით ქევხიშვილთანაც, რომელსაც ერთხელ დაუპირისპირდა და დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ის ზურაბ ზვიადაურსაც შერკინებია. ის ერთადერთი ბრძოლა მისი ბიძაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს


altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

altვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ვერ დაალაგებს სიტუაციას ეს ლიპოს კაცია მის ზეგავლენას ვერ გასცდება და ისევ ისე გაგრძელდება სიტუაცია ლიპოს ბანდის გარდა ყველა მეორეხარისხოვანი იქნება
guru
01 დეკემბერი 2018 12:23
2
პუტინის მოტრფიალე კაცს ქართული ნაკრების სათავეში რა უნდა?
Gio giorgi
01 დეკემბერი 2018 04:37
3
უზნაძე დააბრუნონ თუ თვინი დარჩა ვინმეს მაგ ფედერაციაში
niko
30 ნოემბერი 2018 17:08
3
1986ში დაიბადა და 2002ში მოიგო ოლიმპიადა??ნაღდად??
2+2=?
30 ნოემბერი 2018 16:24
2
ათენში, 2004ში
: )))))))
22 სექტემბერი 2021 09:43
0
რა ილიადისი? ან რა გამოცდილება აქვს ან რაზე ამყარებენ იმედს ? აგერ უზნაძე ჰყავდათ და ერთი წარუმატებლობა არ აპატიეს. გვყავდა ილიადისზე უკეთესი სპორტსმენი მწვრთნელად და შედეგი კი ვიცით. პუტინთან სურათს რომ გადაიღებს, იმას რამე საქმე აქვს საქართველოსთან ?
)))))
30 ნოემბერი 2018 14:30
8
ეს იქნება ისევ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე მორგებული გადაწყვეტილება და არა ნაკრების გაძლიერებისკენ მიმართული! ყველაფერში ისევ ქევხიშვილის ხელწერა იკითხება...მოკლედ არ არის ამათი საშველი.
პაატა
30 ნოემბერი 2018 12:41
4
კიდევ ილიადისია ეგ კაცი?
აღარ დაიბრუნა ნამდვილი გვარი?

მე მგონი კარგი იქნება თუ დანიშნევენ და არც ისეთი სუსუტი იქნება რომ ზვიადაურმა შეაშინოს.
ლადო
30 ნოემბერი 2018 12:16
18
ილიდაისი ზვიდაურთან დაპირისპირებულია
tinto bras
30 ნოემბერი 2018 11:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული