ამასობაში, ჩვენი ინფორმაციით, ფედერაცია ფიქრობს ისეთი მწვრთნელის მოყვანას, რომელიც ნაკრებს გააერთიანებს. ასეთად კი ილიას ილიადისი ესახებათ, რომელიც როგორც ცნობილია, ძიუდოისტებთან მეგობრობს და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
რაც შეეხება ილიადისს, ის 1986 წელს ახმეტაში დაბადებული ჯარჯი ზვიადაურია, რომელიც 2002 წელს გახდა საბერძნეთის მოქალაქე. ის 2004 წელს ათენის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა, 2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა. ამავდროულად,
ჯარჯი საქართველოში ორჯერ მოხდა კრიტიკის ქარცეცხლში. პირველად - როდესაც ის ზურაბ ზვიადაურმა პოლიტიკური ნიშნით გააკრიტიკა და თქვა, ჯარჯი ჩემთვის მკვდარიაო; მეორედ კი - მისმა გადაღებულმა ფოტომ პუტინთან, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტს ჩემპიონი უწოდა საკუთარ საქმეში.
რაც შეეხება უერთიერთშეხვედრებს, მაგალითად, საქართველოს ნაკრების კაპიტანთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ის 4-ჯერ არის დაპირისპირებული. მათ თანაბარი ბალანსი აქვთ - 2-2 მოგება. ის ბექა ღვინიაშვილს სამჯერ დაუპირისპირდა და 2-ჯერ დაამარცხა, ერთხელ თვითონ დამარცხდა. მას ნაჭიდავები აქვს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან, დავით ქევხიშვილთანაც, რომელსაც ერთხელ დაუპირისპირდა და დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ის ზურაბ ზვიადაურსაც შერკინებია. ის ერთადერთი ბრძოლა მისი ბიძაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
ლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ
ფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
აღარ დაიბრუნა ნამდვილი გვარი?
მე მგონი კარგი იქნება თუ დანიშნევენ და არც ისეთი სუსუტი იქნება რომ ზვიადაურმა შეაშინოს.