გიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი

AutoSharing Option
პირველ დეკემბერს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა.

აღმასკომის სხდომაზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენები განიხილეს.

  • ოსაკაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება.
  • ახალი მწვრთნელების ვარიანტები, რომლებიც ნაკრების გაერთიანებს შეეცდებიან.

სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

"აღმასკომის სხდომაზე მოწვეული იყო ოსაკაში მყოფი ერთ-ერთი მწვრთნელი, ვისგანაც მოვისმინეთ უშუალოდ ინფორმაცია, რაც აღმასკომს აძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ შევქმნათ სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის ამ ფაქტს და შეისწავლის საფუძლიანად.

ამ კომისიაში შევლენ აღმასკომის წევრები, ასევე ვეტერანი ძიუდოისტები,
შესაძლოა ჩავრთოთ სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის სპორტის კომიტეტი ასე ვთქვათ ოლიმპიური კომიტეტი და ჟურნალისტებიც.

ეს შემდგომში მოგვცემს რეალურ სურათს მოხდა თუ არ მოხდა ეს ინციდენტი.

რაც შეეხება სპორტსმენებს, მოხდება კომისიის მიერ მათი დაბარება, როცა ისინი ჩამოვლენ საქართველოში. კომისია ორშაბათიდან დაიწყებს მუშაობას", - აღნიშნა ათაბეგაშვილმა.

ჩვენს კითხვაზე დაადასტურა თუ არა ჩხუბის ფაქტი იმ მწვრთნელმა, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ინციდენტს, ათაბეგაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"მწვრთნელს არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და სწორედ ამიტომ ვქმინით კომისიას. მწვრთნელს, რომ დაედასტურებინა ჩვენ ზომებს მივიღებდით. კითხვები რომ არ დარჩეს საზოგადოებაში ვქმნით კომისიას, რომელიც საბოლოოდ დადებს დასკვნას", - გვიპასუხა ათაბაშეგაშვილმა.

"მწვრთნელთან დაკავშირებითაც გვქონდა განხილვა. დაახლოებით ერთ კვირაში ის კანდიდატები, ვინც შესაძლოა დაინიშნონ ნაკრების მწვრთნელად, დაევალებათ წარმოადგინონ შესაბამისი პროგრამა და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც ჩატარდება დეკემბრის ბოლოს ჩვენ გვეყოლება ახალი მთავარი მწვრთნელი. ერთ-ერთი კანდიდატი ჯარჯი ზვიადაურია", - განაცხადა ათაბეგაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ აღამასკომის წევრები ერთმანეთთან პირად საუბრებში კონფლიქტის ფაქტს ადასტურებდნენ და დაპირისპირების შესახებ საუბრობდნენ.

გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩინეთში გასამართ გუანჟოუს მასტერსზე:

ამირან პაპინაშვილი (60), ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66),
ლაშა შავდათუაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (100+).

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. შემდეგ კი Sportall.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ჩვენი წყარო ამბობს, რომ ლაშა შავდათუაშვილს და ვაჟა მარგველაშვილს დანარჩენმა ძიუდოისტებმა სცემეს, რომლებიც ტურნირზე იმყოფებოდნენ, გარდა გურამ თუშიშვილისა. წყარომ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

altილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

altძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

altვარლამ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ოსაკაში შესაძლო დაპირისპირების შესახებ

altლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

altფედერაციის პრეზიდენტის პასუხი ოსაკაში მომხდარ შესაძლო ინციდენტზე - ინტერვიუ გიორგი ათაბეგაშვილთან

alt"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?

altWe love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა

მკითხველის კომენტარები / 17 /
შეიქმნება კომისია, რომელიც იმსჯელებს, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც შესაბამისად გასცემს რეკომენდაციას, რომ შეიქმნას ახალი კომისია, რომელიც ობიექტურად შეისწავლის ყველაფერს და შექმნის ახალ კომისიას სადაც შევლენ საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც თავის მხრივ იმსჯელებენ და მოამზადებენ რეკომენდაციას, რის საფუძველზეც შეიქმნება ახალი ჯერ მსოფლიოში არნახული კომისია, რომელიც ყველას კომისიის უნახავს გახდის და იმსჯელებს თუ როგორი პრინციპებით უნდა შეიქმნას ახალი კომისია, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება და ეს ყველასათვის მისაღები კომისია მოამზადებს საკანონმდებლო პაკეტს, ამ პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, უკვე ახალი კანონის მიხედვით შეიქმნება კიდევ ახალი კომისია, რომელიც თავის მხრივ... დავიღალე :)
კომისიის ფანი
23:54 01-12-2018
1
როგორ არ გაგეცინება იაპონია კია შორს მარა ერტერტი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური ქვეყანაა და ერთ ორს ეგონა ასე შორს ვიყრი ჯავრს რო არ იყოს მოწმები და უფრო რთული იყოს დადგენა მოხდა ტუ არა რამე სად შეცდნენ ტიპები ფელპს მიცეს დისკვალიფიკაცია 24 ოლიმპიური ოქრო აქ და ისინი ვიზეც იწერება თუ დადასტურდა სამუდამო დისკვალიფიკაცია შენს გუნდელს იმაზე რო გაუმარტავ ჩხუბს რატო არ დამიდექო\ი გვერდშიო
ნოდო
23:46 01-12-2018
2

სიახლეები პოპულარული