ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?

AutoSharing Option
recorder.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Sportall.ge საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"იაპონიაში, საქართველოს საელჩოში ქ. ოსაკის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საელჩო კომუნიკაციაში იმყოფება როგორც აღნიშნულ საქართველოს მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებენ სამინისტროში და მოქალაქის ვინაობას არ ასახელებენ.

recorder.ge თავად ცირეკიძ
ესაც დაუკავშირდა, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ძიუდოისტები ერთობლივ შეკრებაზე იაპონიაში 10 თებერვალს გაემგზავრნენ. ისინი ოსაკაში 28 თებერვლამდე ივარჯიშებენ.

ჯონი პატარკაციშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესეც ბოტასებს იპარავს? :)
გიგა
28 თებერვალი 2019 09:39
2
ოოოო
გის
23 თებერვალი 2019 03:13
0
და შენ რომელი ბატკანი ხარ რა იცი ჭიდავზე
gia
23 თებერვალი 2019 03:10
4
უკვე საბოოლოდ წამიხდა მოჭიდავეებზე შთაბეჭდეილება არადა ვაპირებდი ბავშვი ძიუდოზე შემეყვანა მაგრამ ეს აღარ მოხდება არანაირი სურვილი არ მაქვს ამსაზოგადოებაში გაერიოს.....
უდანაშაულოც რომ იყოს
22 თებერვალი 2019 15:30
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული