დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლაშა შავდათუაშვილი (73).

შავდათუაშვილმა რეპეშაჟში გერმანელ ენტონი ზინგს დამატებით დროში ვაზარით სძლია, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი იპონით დაამარცხა.

თავიდან პირველ წრეში შავდათუაშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ჩეხ იაკუბ იესმინეკს შეხვდა და მტკივნეული ილეთით დაამარცხა. შავდათუაშვილის შემდეგი მეტოქე სამხრეთკორეელი ჰეონჩეოლ კანგი იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალი კი ლაშამ რუს მუსა მოგუშკოვთან ვაზარით წააგო.

ამავე წონაში ფრიდონ გიგანი პირველივე წრეში იაპონელ შოჰეის ონოსთან ვაზარით დამარცხდა.

81
კგ წონით კატეგორიაში გიორგი კაციაშვილმა პირველ წრეში სლოვაკი ფილიპ სტანცელი იპონით დაამარცხა. შემდეგ კი ბულგარელ ივაილო ივანოვთან იპონით წააგო..

ამავე წონაში ბექა დონგვანმა პირველივე წრეში აზერბაიჯანელ ფაგან გულუზადასთან სამი გაფრთხილები წააგო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აუუ რა საკაიფო გდება იყო
ემირი
22:14 23-02-2019
0
ლაშას წარმსტებები! მაგრამ 81-ში სადაც ლიცენზია გვჭირდება რატომ არ მიყავთ წონის ლიდერები ჩემთვის გაუგებარია? და კიდევ ფედერაციამ გოგონებზე უარი განაცხადა ვის რაში ჭირდება პრაღის ღია თასი დაუფინანსეთ გოგონებს გრან პრის და გრან სლემის ტურნორები ეს თქვენი მოვალეობაა!!

federacias
21:54 23-02-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული