ფოტო: ijf.org
17 მარტს ეკატერინგბურგის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობენ.
ოქროს მედლისთვის ოპერაციით გამოწვეული ტრავმის შემდეგ, იბრძოლებს ბექა ღვინიაშვილი (90), მისი მეტოქე ფინალში ჰოლანდიელი ნოელ ვან ტი ენდი იქნება.
სწორედ ამ ძიუდოისტთან დამარცხდა მეოთხედფინალში უშანგი მარგიანი (90), რომელმაც რეპეშაჟშიც მარცხი იწვნია იესპერ სმინკთან და ტურნირს გამოეთიშა.
ონისე სანებლიძე (100) პირველ შეხვედრაშივე დამარცხდა იევგენი ბოროდავკოსთან, გიორგი ბერიშვილმა (100) კი მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენთან დათმო.
ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.
არის იპონი! - ლუკა მაისურაძემ ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]