გურამ თუშიშვილი: ამ აკრძალვის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მისი დისკვალიფიკაციის თემას "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აღნიშნავს, რომ აკრძალვის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

"მოგესალმებით, პატივცემულო საზოგადოება. მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მე აქამდეც მრავალჯერ მიმიღია მონაწილეობა ყაზახურ ჭიდაობაში, ეს ფაქტი ცნობილი იყო როგორც საქ. ძიუდოს ფედერაციისათვის, ასევე ქართველი გულშემატკივრისთვის. მე არ ვიყავი ინფორმირებული ამ აკრძალვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მივაყენებდი ზიანს ჩემს სპორტულ კარიერას. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო. გურამ თიშიშვილი", - წერია "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ გურამ თუშიშვილი ყაზახეთში სპორტის სხვა სახეობაში მონაწილეობის
გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის გამოც თუშიშვილი თბილისის გრან პრის გამოტოვებს.

თბილისის გრან პრი 29-31 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპის გამოტოვებაც ხო არ მოუწევს?
Irakli Apkhaidze
19:03 27-03-2019
0

სიახლეები პოპულარული