31 მარტს თბილისის გრან პრის დასკვნითი დღე მიმდინარეობს, სადაც მედლები 90, 100 და მძიმე წონით კატეგორიებში თამაშდება.
+100 კგ. წონით კატეგორიის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს გელა ზაალიშვილი და ლევან მათიაშვილი დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა, მან მეტოქე იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ლევან მათიაშვილმა ზედიზედ მეორე ქართველს სძლია და ასე გავიდა ფინალში, მეოთხედფინალურ ეტაპზე მან ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა.
ოქროს მედლისთვის ის ბელორუს ალექსანდრ ვახავიაკს გაეჯიბრება, გელა ზაალიშვილი კი რეპეშაჟში ონისე ბუღაძეს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ვლადისლავ ციაპიცკის სძლია.