ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს ანტალიის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ერთი ქართველი ფინალში გავიდა.

ლუკა მაისურაძემ (81) სტარტზე ჰლანდიელი ჯიმ ჰეიმანი იპონით დაამარცხა, შემდეგ გერმანელ მატიას კასს დამატებით დროში სძლია. მესამე შეხვედრაში მაისურაძემ უკრაინელ ბოგდან ზუსკოს იპონით სძლია.

მეოთხედფინალში მაისურაძემ კანადელ ანტოინე ვალოის-ფორტიერს იპონით მოუგო და ნახევარფინალში რიო დე ჟანეიოროს ოლიმპიადის გამარჯვებულს რუსეთის წარმომადგენელ ხასან ხალმურზაევს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა, რითაც ფინალის საგზური მოიპოვა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება, რომლის ნახვა მსურველებს "სილკ უნივერსალზე" შეუძლიათ.

ბექა შავდათუაშვილი (73) პირველ წრეში
მონღოლ ჩოიჯილსურენ განბოლდს შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა. ხოლო მეორე წრეში თურქ მურატ ბეკტასთან იპონით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ლაშა გიუნაშვილმა (73) სტარტზე განელი ემანუელ ნარტი დამატებით დროში დაამარცხა, მეორე წრეში კი ფრანგ ბენჟამინ აქსუსთან იპონით წააგო.

ლადო ახალკაცი (81) პირველივე შეხვედრაში გერმანელ ტიმო კაველიუსთან იპონით დამარცხდა.

გოგონებიდან მეორე საშეჯიბრო დღეს მხოლოდ ერთი მონაწილე გვაყვდა. მარიამ ჭანტურიამ (70) პირველ შეხვედრაში ამერიკელ ჩენტელ ვრაიტს სამი გაფრთხილება მიაღებინა. მეორე წრეში ჭანტურია სერბ ანკა პოგაცნიკს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წლოვანება დაგეწერათ.
Odala
19:20 06-04-2019
0
ვუყურე ლუკას გამოსვლებს.მგონი ამ გვარს,ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი გამოუჩნდა.სრულყოფილ გდებებს აკეთებს.სასიამოვნო სანახავია.
ლაშა გიუნაშვილს სიმაღლის გამო ექმნება პრობლემები.მაღლები შეხვდნენ და მიწას ვერ აცილებინებდა ფეხს.ძალიან ძნელია ასე ჭიდაობა.ახალკაცი თავიდან იგებდა,შავდათუაშვილის მხოლოდ მოგებულ ბრძოლას ვუყურე და რაც თვალში მეცა,ის იყო,რომ ბრძოლის მიმდინარეობისას იწყებს კიმონოს სწორებას და ამ დროს მეტოქემ რამდენჯერმე თავისუფლად აიღო ჩავლება,შემდეგ კი დამატებითი ძალები ეხარჯება ამის გასანეიტრალებლად,მაგრამ ილეთის გაკეთებაც ხომ შეიძლება მოუსწრონ.
სოსო
18:28 06-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული