ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება

AutoSharing Option
10-12 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენით წარდგება. მათ შორის 9 ვაჟია, 2 კი - ქალი.

საქართველოს ბაქოში შემდეგი სპორტსმენები წარადგენენ:

ვაჟები
60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
73 კგ - ბექა შავდათუაშვილი
81 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
90 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური
100 კგ - ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი
+100 კგ - გელა ზაალიშვილი, გიორგი ზაქარიაძე

ქალები
52 კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარი მახარაშვილი

ტურნირში მონაწილეობას 57 ქვეყნის 431
სპორტსმენი მიიღებს. შეხვედრები სტარტს 10:00 საათზე აიღებს, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული