ქართველი ძიუდოისტები ევროპული თამაშების ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
24 ივნისს 2 ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი, ევროპული თამაშების ფინალში გავიდა.

გურამ თუშიშვილმა (+100) ნახევარფინალში ჰოლანდიელ ჰენკ გროლს იპონით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევს დაუპირისპირდება. მანამდე თუშიშვილმა პოლონელ მასიეჟ სარნაკის და რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს სძლია.

ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ნახევარფინალში ფრანგი სირილ მერე იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანს შეხვდება. მანამდე ლიპარტელიანმა მონტენეგროელ დანილო პანტიკს და ბელორუს მიკიტა სვირიდს მოუგო.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "პირველი არხის" ეთერში
შეგეძლებათ.

სამწუხაროდ, ბექა ღვინიაშვილი (90) მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ღვინიაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ესტონელ ძიუდოისტს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

მესამე შეხვედრაში ღვინიაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ხუსენ ხალმურზაევთან დამატებით დროში დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს გისურვებთ... ვიცი, თავს არ დაზოგავთ... იმედია გაგვახარებთ...
tngh
16:00 24-06-2019
1
ნახევარფინალში თუშიშვილს პირველ ნახევარ წუთში,ორჯერ წაუკადრა მსაჯმა და დამარცხების საფრთხის წინაშე დააყენა,მაგრამ გურამი ნერვებს არ აჰყვა და წამებში ჩასვა თავისივე სიმყრალეში მსაჯი.პირველივე წამებზე სრულიად აშკარა ჩავარდნა ნსაჯნა გაატარა და სანამ გარედან არ უბრძანეს,მეტოქე არ გააფრთხილა,შემდეგ კი არ მისაცემი ვაზარი მისცა მეტოქეს,თუმცა გურამი ერთი თავით ძლიერია და წამებში,ცალი ხელით და კორპუსით დასცა მეტოქე,მეორე ხელი არც ჩაუვლია..პირველ წრეშიც გაატარა ვაზარი(იქ კი მაგრად შეგვაშინა),მაგრამ რამდენიმე წამში პირდაპირ დაცა რუმინელი იპონზე.გურამის ერთადერთი მეტოქე ამ ტურნირზე,ყურადღების მოდუნება შეიძლება გახდეს,სხვა მეტოქე,მას არ ჰყავს
სოსო
17:04 24-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული