24 ივნისს, ევროპულ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) მოულოდნელად რუსეთის წარმომადგენელ არმან ადამიანთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ვარლამი განთესილი იყო, ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო და ფინალამდე მონტენეგროელ დანილო პანტიკს, ბელორუს მიკიტა სვირიდს და ფრანგ სირილ მერეს მოუგო.
მან 4 წლის წინაც ევროპის თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მალე ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გავა, რომელიც ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ჯერჯერობით 18 მედალი (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილზეა.