საქართველოს დელეგაცია ბაქოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნდა

AutoSharing Option
ფოტო: geonoc.org.ge

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ბაქოდან სამშობლოში დაბრუნდა.

ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 21-27 ივლისს მასპინძლობდა, სადაც სპორტის 10 სახეობაში (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის საქართველოდან 36-მა სპორტსმენმა იასპარეზა.

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 2 სახეობაში 13 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 21-ე ადგილი დაიკავეს.

ოქროსმედალოსანი

  • ნიკა ბაჩიაშვილი ( 50 კგ,
    ძიუდო)

ვერცხლისმედალოსნები

  • ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ, თავისუფალი ჭიდაობა)
  • რომეო ბერიძე (55 კგ, ბ/რ ჭიდაობა),
  • ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ, თავისუფალი ჭიდაობა)
  • ხვიჩა აბულაძე (48 კგ, ბ/რ ჭიდაობა)
  • აკაკი ჯაფარიძე ( 81 კგ, ძიუდო)

ბრინჯაოსმედალოსნები

  • დავით აბდალაძე (60 კგ, თავისუფალი ჭიდაობა),
  • ნიკა ბროლაძე (60 კგ, ბ/რ ჭიდაობა),
  • დავით ფაცინაშვილი (65 კგ, თავისუფალი ჭიდაობა),
  • ნუკრი ბენიძე ( 51 კგ, ბ/რ ჭიდაობა)
  • გვანცა სომხიშვილი (+70 კგ, ძიუდო)
  • თორნიკე ფოლადიშვილი ( 90 კგ, ძიუდო)
  • გიგა ტატიაშვილი (+90 კგ, ძიუდო)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული