მსოფლიო ჩემპიონატი. V დღე: 21 წლის ჰოლანდიელმა მედლის გარეშე დაგვტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 29 აგვისტოს, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს წარმომადგენელი ერთადერთი მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი 90-კგ წონით კატეგორიაში მესამე წრეში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ბექამ პირველი წრე გამოტოვა და მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთო. მეორე წრეში მისი მეტოქე ინდოელი აჯაი დევილალ მისტრი გახლდათ, რომლის დასამარცხებლადაც ბექას წამები დასჭირდა.



მეორე შეხვედრაში კი, ბექა 21 წლის ჰოლანდიელ იასპერ სმინკს ხვდებოდა. ჭიდაობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სამწუხაროდ, ბექა საკუთარ ილეთზე წამოეგო და იპონით დამარცხდა.



ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 დღემ ქართველი მოჭიდავებიისათვის წარუმატებლად ჩაიარა და მედლის გარშე დავრჩით. აქვე, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფრანგ აქსელ კლერგესთან ასევე მე-3 ტურში წააგო და ისიც უმედლოდ დაემშვიდობა მსოფლიოს ჩემპიონატს.

აღნიშნულ წონით კარეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ჰოლანდიელი ნოელ ვან ტე ენდი გახდა. ფინალში ჰოლანდიელმა იაპონელი შოიჩირო მუკაი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები შერაზადიშვილის დამმარცხებელმა აქსელ კლერგემ და სერბმა ნემანია მაიდოვმა მოიგეს.


მკითხველის კომენტარები / 29 /
ამ კაცმა იმედგაცრუების და წაგების მეტი ჯერ არაფერი მოგვიტანა. ახალგაზრდებში ყველაფერს იგებდა მაგრამ, დიდებში ამის მოგებული ჯერ არავის უნახავს. ახალგაზრდა კაცია და ისე იღლება ფეხზე ძლივს დგას...
მესხი
14:09 29-08-2019
0
აი რა იცის ღამის ბარებსა და კარაოკეებში სიარულმა, აი რა იცის ქალებზე გადაყოლამ, აი რა იცის სიგარეტის წევამ და საერთოდ , ეს ბიჭი ძალიან ნაადრევად დასრულდა!!!
რაფო
13:28 29-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული