დღეს 26 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამი ქართველი სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილი, საიდანაც მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) იჭიდავებს ბრინჯაოზე.
დღეს აქტუალური იყო კითხვა, თუ რატომ არ ჭიდაობდა ჭრიკიშვილი საქართველოს ნაკრების დროშიანი კიმონოთი? და რატომ არ ჰყავდა მას სეკუნდანტი?
თუმცა ეს შემთხვევა არ ყოფილა პირველი, წინა დღეებშიც ძიუდოისტები ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ და ეს მხოლოდ ქართველთა პრობლემა არ ყოფილა. ეს ორივე ფაქტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
კერძოდ სულ ცოტა ხნის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კიმონოს ახალი სტანდარტი დააწესა, რომელიც ძიუდოისტის ტატამზე გასვლამდე მოწმდება.
თუ
ძიუდოისტის კიმონო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მაშინ მას IPPON GEAR-ის ფირმის IJF-ის წარწერიან კიმონოს აძლევენ ტატამზე გასასვლელად. ამავდროულად სპორტსმენი ისჯება იმით, რომ მას ბრძოლის დროს სეკუნდანტი არ ეყოლება.
IPPON GEAR-ის ფირმის IJF-ის წარწერიანIPPON GEAR-ის ფირმის IJF-ის წარწერიან