ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
26 ოქტომბერს აბუ-დაბის გრან სლემზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში სერბ ნემანია მაჟდოვს დამატებით დროში სამი გაფრთხილება მიაღებინა და გაიმარჯვა.

სამწუხაროდ გიორგი პაპუნაშვილი (90) მესამე წრეში დამარცხდა, ის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა.

ჩვენი მესამე წარმომადგენელი ლევან მატიაშვილი (+100) პირველივე შეხვედრაში თურქ კემალ ერდოღანთან დამარცხდა.

საბოლოო ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა აბუ-დაბის გრან სლემზე ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ვერცხლის მედლის მფლობელი ლუკა მაისურაძე (81) გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული