საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პედოფილიის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ავსტრიელ პეტერ ზეიზენბახერს ვენის სასამართლომ 5 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რისი მიზეზიც 1999-დან 2004 წლამდე ჩადენილი დანაშაულები გახლავთ.

ზაიზენბახერმა, ავსტრიის მთავარი პროკურორის ოფისის მიხედვით, გარყვნილი ქმედებები 9 და 13 წლის გოგონების მიმართ ჩაიდინა, რომლებსაც ის წვრთნიდა. ასევე, მესამე გოგონას გაუპატიურება მაშინ სცადა, როცა ის 16 წლის გოგონა იყო.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მუდმივად უარყოფდა აღნიშნულ ბრალდებებს და მათ გამოგონილ ამბებად რაცხავდა, თუმცა ავსტრიელმა მოსამართლე კრისტოფერ ბაუერმა აღნიშნული ინფორმაციები სარწმუნოდ მიიჩნია.

პეტერ ზაიზენბახერი საქართველოს ძიუდოისტთა
ნაკრებს 2010 დან 2012 წლამდე წვრთნიდა. ამის შემდეგ კარიერა აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად განაგრძო. ზაიზენბახერი ამჟამად 59 წლის გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ საქმისათვის, მე თუ მკითხავთ დასახვრეტია!
ნამგალაური გამახსენა ამ ჩემის კიტრმა.
კ ო მ ბ ლ ე
03 დეკემბერი 2019 18:37
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული