ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი მედლებისთვის ბრძოლას რეპეშაჟში განაგრძობენ [VIDEO]

AutoSharing Option
ბუდაპეშიტის გრან პრი ძიუდოში ქართველმა გელა ზაალიშვილმა, რომელიც 100+ კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ყირგიზი იური კრაკოვეცკის დამარცხებით დაიწყო.

მეორე წრეში გელა მასპინძელ, უნგრეთის წარმომადგენელ რიჩარდ სპიპოშს შეხვდა და ისიც დაამარცხა. 1/4-ფინალში ზაალიშვილის მეტოქე რუსი ინალ ტასოევი იყო, რომელთანაც ქართველი დამარცხდა. რეპეშაჟში კი მისი მეტოქე უზბეკი ბეკმუროდოვ ოლტიბოევი იქნება.


ამავე წონაში იგივე ეტაპამდე მივიდა ლევან მატიაშვილიც. ლევანმა ჯერ ყაზახი იარასილ კაჟიბაევი დაამარცხა, მეორე წრეში ბრაზილიელ დავიდ მოურაც ყაზახის გზას გაუყენა და 1/4-ფინალში ისიც რუსს, თამირლან
ბაშაევთან დამარცხდა. რეპეშაჟში კი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდება.


-90 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე მოგვიანებით გამოვიდა ავთანდილ ჭრიკიშვილი. სამწუხაროდ, ქართველმა ჩემპიონმა რუს მიხაილ იგოლნიკოვთან წააგო.

ამავე წონაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა კი ყაზახი ისლამ ბოზბაიევი დაამარცხა და მესამე წრეში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ რუსებს ვეღარ ვუგებთ!
დავით 67
00:07 26-10-2020
0

სიახლეები პოპულარული