ლაშა ძვირფასი ალმასია, რომლისგანაც დიდი ბრილიანტი უნდა გაითალოს. მისი ჭიდაობის სტილი ბოდაველისა და გურამ გოგოლაურის სტილს მაგონებს, ასეთივე უშიში იყო ცხონებული რამაზ ხარშილაძეც. მაგრამ მათ ჰქონდათ ულევი ენერგია და თითქმის არ იღლებოდნენ. ასეთივე სუნთქვა უნდა გამოიმუშაოს ლაშამაც. მაქვს ასეთი შენიშვნა: ჭიდაობს გამართული გადავლებებით, მაიდან კი ადვილია ბრუნზე გდება და უკან ჩაჩეხვა. ძველმა გულშემატკივრებმა გაიხსენეთ ცხონებული ჩოჩიშვილი, მხრის სიმაღლეზე ხელის აწევა და ბრუნვზე გაფრენა ერთი იყო. ლაშა სწორედ ამოსმულზე და ბრუნზე უნდა დაამხეცოთ. მე ის დღესაც ბექაზე მეტად მეიმედება.