ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანპრის 1/2-ფინალშია, ნოზაძე - ფინალში

AutoSharing Option
დღეს, 18 თებერვალს, სტარტი აიღო თელ-ავივის ძიუდოს შეჯიბრებამ, რომელსაც გრანპრის სტატუსი აქვს და ქართველებიც ბრძოლაში ჩაერთნენ.

60 კგ წონით კატეგორიაში ფინალში თემურ ნოზაძე გავიდა. ხაშურელმა ძიუდოისტმა პირველ წრეში ბრაზილიელი ფელიპე პელიმი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ თურქ მიჰრაჯ აკკუსსა და ბრიტანელ ეშლი მაკკენზის იპონით სძლია, ნახევარფინალში კი უკრაინელ არტიომ ლესიუკს ვაზარით მოუგო და ფინალში აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოვს შეხვდება.

სამწუხაროდ, ვაჟთა შორის 66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა და გიორგი ბაზანდარიშვილმა მედლებისთვის ბრძოლა ვერ მოახერხეს. ბაგრატი მეორე წრეში უზბეკ ტილოლოვთან დამარცხდა, ხოლო გიორგიმ
რუს ჩოპანოვთან წააგო.

ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი ნახევარფინალში გავიდა. ლენტეხელმა გოგონამ ჯერ რუსი დიანა ჟიგაროში დაამარცხა, შემდეგ - პოლონელი ანა კუჩერა და 1/4-ფინალში უნგრელ ჰედვიგ კარაკაშს სძლია. 1/2-ფინალში ეთერის მეტოქე ებრაელი ტინა ნელსონ ლევი იქნება.

52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილი და ტატიანა ლევიტსკა-შუკვანი, სამწუხაროდ, პირველივე ტურში დამარცხდნენ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოზაძემ უაზროდ, იპონით წააგო ფინალი. გამოუცდელია.
ILIA
19:51 18-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული