თბილისის გრანდ სლემი: ზაალიშვილის ოქრო, სულამანიძის ვერცხლი და ინანეიშვილის ბრინჯაო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს.

-100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალამდე მშვენივრად მოჭიდავე ახალგაზრდა ილია სულამანიძის მეტოქე კანადელი შადი ელჰანასი იყო. თანაბარ ჭიდილში ილია უფრო აქტიური იყო, მაგრამ ბოლო წუთზე მეტოქემ ქულა აუღო და სიტუაციის სახსნელად დრო აღარ ეყო. ამრიგად ამ ნიჭიერ ძიუდოისტს ვერცხლის მედლით მოუწია დაკმაყოფილება.

+100 კგ-მდე წონაში ბრინჯაოს მედლისათვის საბა ინანეიშვილს ძლიერ თურქ ქემალ ერდოგანთან მოუწია შებრძოლება და პირველივე წუთზე სუფთა გამარჯვება მოიპოვა.

ფინალში ლამაზი ჭიდაობით გასული გელა ზაალიშვილი გამოცდილ ბრაზილიელ რაფაელ სილვას
შეხვდა და ტაქტიკურად სწორად წარმართა ჭიდაობა. ძალიან მძიმე მოწინააღმდეგე დაღალა და გოლდენ სკორში იპონზე დასცა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლის მოგებით არაოფიციალური გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძიუდო ჩვენი სპორტია!! წარმატებები ჩვენ ვაჟკაცებს და გოგონებს!!
ბიბა
00:31 29-03-2021
1
გილოცავთ! სამივე ძალიან კარგები იყავით დღეს. სულამანიძეს დიდი მომავალი ელის და ლიპოს სანაქებო მემკვიდრე ეზრდება. ინანეიშვილი პირველად გავიგე და სასიამოვნოდ გამაკვირვა. გელა ზაალიშვილი ხომ ფონსეკასთან ფავორიტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ კოხტად დააბზრიალა ამხელა გოლიათი...ისე "გოლდენს სკორის" ნაცვლად დამატებითი დრო რომ დაწეროთ არაა?
emigranti
00:27 29-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული