ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანის გრანდ-სლემზე, მეორე საშეჯიბრო დღეს, ნუგზარ ტატალაშვილმა (- 73 კგ) ბელარუსი ვადიმ შოკა იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იქამდე ტატალაშვილმა ფილიპინელ კეისეი ნაკანოს, აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვს და რუმინელ ალეკსანდრუ რაიკუს სძლია, ნახევარფინალი კი რუსეთის წარმომადგენელ აიუბ ხაჟალიევთან წააგო.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ  და მედლების გარეშე დარჩნენ ლუკა კაპანაძე (-73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ).

ხვალ ყაზანის ტატამზე იმედა გოგოლაძე (-90 კგ), ლუკა მაისურაძე (-90 კგ), ონისე სანებლიძე (-100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) გავლენ.

შეგახსენებთ, გუშინ ოქროს
მედალს ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ) დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული