ლიპარტელიანი მედლის გარეშე დარჩა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა...

-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლეჩხუმელმა მოჭიდავემ პირველი წრე გამოტოვა, მერე რაუნდში კი სამი გაფრთხილებით ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა.

1/4-ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე კანადელი შედი ელნასი გახლდათ, რომელსაც "ლიპომ" იპონით (ორი ვაზარი) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად კი ვარლამმა იაპონელ აარონ ვოლფთან იჭიდავა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთისა და 5 წამით ადრე იაპონელმა ძიუდოისტმა ვაზარი მოიპოვა და მიღებული უპირატესობა აღარც გაანიავა.

ვარლამი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ
ილიასოვთან დამარცხდა. რუსმა სპორტსმენმა "ლიპოს" ვაზარი აუღო და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
რომელ საათზე იწყება?
გუგა
29 ივლისი 2021 09:38
1
12
შალვა 73
29 ივლისი 2021 11:20
0
12 დან იწყება ნახევარფინალები
goga
29 ივლისი 2021 10:47
0
Ძალიან სამწუხაროა.2007 წლიდან ვუყურებ ძიუდოს და თითქმის არც ერთი ტურნირი არ გამომიტოვებია. Ლიპო იმიტომ არი მსოფლიო და ქართული ძიუდოს ლეგენდა რომ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ შეჯიბრზე დარჩა უმედლოდ დანარჩენი ყველგან სტაბილურად მედალი გააკეთა და მთელი ამ ხნის მანძილზე სულ ლიდერი იყო. Ჩემთვის ლიპო საუკეთესო ქართველი ძიუდოისტია, მაგრამ სამწუხაროდ უგვირგვინო მეფე. Არაუშავს მსოფლიოზეც სცადე ლიპო და მერე ახალგაზრდებს მიეცი გზა.მადლობა ყველაფრისთვის
აკაკი
29 ივლისი 2021 18:24
0
მესამე ადგილი ქვეყნისთვის იყო კარგი და დასანანია რომ დაიკარგა. ლიპოს კი მხლოდ ტიტული სჭირდება, რომელიც საუბედუროდ კიდევ ერთხელ გაუსხლტდა ხელიდან. არა უშავს კიდევ ვეცდებით.
ჟორა გაბრიჭიძე
29 ივლისი 2021 18:20
0
არ შეიძლება რომ შეირჩეს რუსთან ვაზარის ეპიზოდი ემოციის გარეშე მდა ობიექტურად? მე იქ გდება რუსის მც
ხიდან ვერ იდავინახე და თუ ასეა საერთოდ პატრონი ყავს ამ სპორტს?
ისე არც ვარლამი წყვეტდა ვარსკვლავებს, მადლობა კაპიტანო, მაგრამ მგონია რომ შენი ტრო გაიპარა
ბს
29 ივლისი 2021 17:23
0
სამწუხაროდ ტრავმირებული ბექაური ჯობია ყველას.
მეგრელი
29 ივლისი 2021 16:26
1
ოლიმპიადის საიტზეც არაა დრო მითითებული. ბრინჯაო თუ აიღო, 21-ე ადგილზე გავალთ ჩეხეთთან და ახალ ზელანდიასთან ერთად. მიდი, ვარლამ, შეუტიე! ნერვები ახლა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩახუტებები და გამხნევებები საქართველოდან.
nanka2002
29 ივლისი 2021 13:46
0
ისევ...
ლუკა
29 ივლისი 2021 13:19
0
ეგ მონღოლი მსაჯი რაღას გადაგვეკიდა.ყოველ შეჯიბრზე გვამწარებს, რაც შეუძლია.აქაც ყველაფერზე თვალს ხუჭავდა და მაგის ნება რომ ყოფილიყო,ალბათ პასიურობას დააბრალებდა და მოხსნიდა, ვარლამს.მგონი ნორმაშია ლიპო და თუ რაღაცა არ გაუჩალიჩეს,არა მგონია ვინმემ დაჯაბნოს.დღეს შენი დღეა,ვარლამ!არავის მისცე ნება,წაგართვას.
სოსო
29 ივლისი 2021 11:06
5
ნახევარფინალი რომელ საათზეა?
koko
29 ივლისი 2021 09:20
1
ყოჩაღ ნიაზ! ვისთან დამარცხდაო ლიპარტელიანი? რუსთან? ეგ ხომ შეუძლებელია.
რუსი
29 ივლისი 2021 17:37
3

სიახლეები პოპულარული