ბექაური ტატამს უბრუნდება - ორი ოლიმპიური ჩემპიონით ბაქოში!

AutoSharing Option
5-7 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გრანდ-სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. ოლიმპიადის შემდეგ "ტოკიო 2020"-ის ჩემპიონი ლაშა ბექაური ტატამზე პირველად გამოვა.

კაცები:

-60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი; ჯაბა პაპინაშვილი;

-66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი;

-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი;

-81 კგ. - გიორგი შერაზადიშვილი;

-90 კგ. - ლაშა ბექაური; ბექა ღვინიაშვილი;

+100 კგ. - გურამ თუშიშვილი

ქალები:

-52 კგ. - მარიამ ჯანაშვილი; მზია ბებოშვილი


ტურნირზე 3 კონტინენტისა და 17 ქვეყნის 95 მონაწილეა დარეგისტრირებული. მათ შორის 60 მამაკაცი ძიუდოისტია.

-60 კგ-მდე წონითი კატეგორიის ლიდერი იაპონელი რიუჯუ ნაგაიამაა. ჩხვიმიანი - მეორე, პაპინაშვილი კი მე-5 პოზიციაზეა.

ვაჟა მარგველაშვილი წონის ლიდერია. -66 კგ-ში მომდევნო პოზიციაზე სლოვაკი ადრიან გომბოჩია.

ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც რეიტინგის პირველ ადგილზეა, რომელსაც უზბეკი ხიკმატილოხ ტურაევი მოსდევს.

გიორგი შერაზადიშვილზე (2) წინ კანადელი ეტიენ ბრაიანდია.

ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი წონის ლიდერები არიან, ისევე, როგორც გურამ თუშიშვილი.

მანამდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, 16-17 ოქტომბერს, პარიზის გრანდ-სლემზე 5 სპორტსმენით გამოვა.


altტატო გრიგალაშვილი მორიგი ოქროსთვის იბრძოლებს - პარიზის გრანდ-სლემი იწყება

altლაშა ბექაური: არ გავჩერდები - ვამაყობ, რომ ვარ ქართველი!!!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული