ლიპარტელიანის ბრინჯაო, ფავორიტი გრიგალაშვილი და მარგველაშვილის გამოკლება [VIDEO]

AutoSharing Option
პარიზის გრანდ-სლემის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ მავრიტანელი კრისტიანე ლეგენტილი იპონით დაამარცხა, ამის შემდეგ კი ფრანგ ფაიზა მოკდართან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო.


ეთერმა კიდევ ერთ ფრანგ პრისცლა გნეტოს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც სლოველიენი კაია კაიზერი არ გამოცხადდა და ლიპარტელიანი გამარჯვებულად გამოცხადდა.

ტურნირზე კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი გამოვა - წონის ფავორიტი ტატო გრიგალაშვილი (-81), ლუკა მაისურაძე (90) და ონისე სანებლიძე (-100), ვაჟა მარგველაშვილი კი რომელიც -73 კგ-ში იყო
დარეგისტრირებული, პარიზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაემგზავრა.

altბექაური ტატამს უბრუნდება - ორი ოლიმპიური ჩემპიონით ბაქოში!

altტატო გრიგალაშვილი მორიგი ოქროსთვის იბრძოლებს - პარიზის გრანდ-სლემი იწყება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული