2 ქართული მედლის შანსი - ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე

AutoSharing Option
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

პირველ დღეს ტატამზე 4 ქართველი ძიუდოისტი წარდგა: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (ორივე -60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ).

ლუხუმმა და ეთერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა ორივე მათგანმა ფინალში გადამსვლელი შეხვედრა დათმო.

ჩხვიმიანმა საუკეთესო ოთხეულში მოხვედრამდე დილშოტ ხალმატოვისა (უკრაინა) და თორნიკე ჭკადუას (ნიდერლანდები) ბარიერი გაიარა, ნახევარფინალში კი ფრანსისკო გარიგოსთან (ესპანეთი) დამარცხდა.

ლიპარტელიანმა ოთხეულამდე არლეტა პოდოლაკი (პოლონეთი) და პრიცილა გენოტო (საფრანგეთი) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სარა ლეონი კისიკუესთან (საფრანგეთი) წააგო.

რაც
შეეხებათ დამარცხებულებს, პაპინაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორეში კი ფრანგ სედრიკ რევოლთან დამარცხდა. მარგველაშვილმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, თუმცა მასპინძელთა წარმომადგენელთან, დენისლავ ივანოვთან წააგო.

ასეა თუ ისე, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ არის.


მკითხველის კომენტარები / 11 /
ლივე ლინკი ჩAაგდეთ
mamuka
30 აპრილი 2022 11:26
0
დიდი ალბათობით აქ ვერცხლსაც ვერ ავიღებთ.
უკან მიდის ქართული ძიუდო დიდი ნაბიჯებით
gio
29 აპრილი 2022 16:55
13
ფუი ეშმაკს .
goga
29 აპრილი 2022 18:45
0
რა დაასკვენი უკან წასვლის, ჯერ ტურნირი არ დასრულებულა, ასე როგორ შეიძლება ლაპარაკი..
gio-s
29 აპრილი 2022 18:19
0
ყველა გამოხმაურება
ამ ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა რამხელა არის წარმატების მაგალითის ძალა! ნიკა შერაზადიშვილის წარმატებებმა უზქრმაზარი მუხტი შესძინა ესპანელებს, აგერ ორივე წონაში ფინალში არიან! ძალიან მინდა რომ ჩვენთანაც სამართლიანობა იყოს სპორტში და მართლა ტალანტებით სავსე ქვეყანაში ნაცნობ-მეგობრობისა თუ "ბლატნოი" ტიპაჟების გამო არავინ არ იჩაგრებოდეს, პირიქით ხელშეწყიბა და დაფასება ქონდეთ ჩვენს წარმატებულ სპორტსმენებს! წარმატება ჩვენს სპორტსმენებს!
პაატა
29 აპრილი 2022 16:39
0
პაატა. ძიუდოში ამჟამად არა მგონია, რომ ვინმე იჩაგრებოდეს. ეგ იყო ადრე სრულიად დაუმსახურებლად ენდობოდნენ ბექა ღვინიაშვილს, ახლა ესეც გამოსწორდა.
ჟორა
30 აპრილი 2022 11:08
0
ვინმე უფრო მცოდნე თუშემისწორებს მადლობა მაგრამ მგონია მარგველაშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს, ჯერ იპონი არ ჩაითვალეს და მერე მოწინააღდეგის გაფრთხილებები ძალიან გაწელეს, გასაგებია მასპინძელი ქვეყნის წარმომდაგენელია მაგრამ ზედმეტი იყო ეს უკვე
Nick
29 აპრილი 2022 16:37
0
არც მე ვარ პროფი,მაგრამ შემჩნეული მაქვს,ჩვენ გაცილებით ადვილად გვაძლევენ გაფრთხილებებს.ლუხუმიც გაგიჟებული იყო,წინ მიიწევდა და მსაჯები მაინც მას აფრთხილებდნენ.ორჯერ ორი გაფრთხილების შემდეგ გაიმარჯვა,წაგებულ ბრძოლაში კი ჯერ მან შეასრულა უკან გდება,თუმცა მოძრაობა რომ დაიწყო,მსაჯმა შეჩერება ბრძანა და ილეთი არ შეფასდა.რატომ არ ვიცი და უკვე ამის შემდეგ გაუკეთა გარიდოსმა გდება,რომლის დროსაც საჯდომზე გადაიარა.ალბათ მაინც შესაფასებელი იყო,მაგრამ სუფთა,ნამეტანი.ყოველ შემთხვევაში წელს ზემოთ, ხალიჩას არ შეხებია.მარგველაშვილმა გდება რომ გაუშვა,მერეღა ასწია ტემპი,მაგრამ ამოქაჩვა ვერ მოასწრო.პაპინაშვილი ნამდვილად არ იდგა დაცვაში,მაგრამ 2 წუთზე ნაკლებ დროში გაუჩალიჩეს სამი გაფრთხილება და ეთერ ლიპარტელიანმა, მგონი ფიზიკური ძალით ვერ გაუძლო ფრანგ მეტოქეს.მთლიანობაში, თითქოს მაინც ვერ ჩანდნენ საუკეთესო ფორმაში
სოსო
29 აპრილი 2022 18:18
0
წარმატებები ჩვენს ძიუდოისტებს!!!
tngh
29 აპრილი 2022 16:03
0
ძალიან ცუდად იჭიდავეს, ილეთების გაკეტებაც უჭირდათ. ბრინჯაოსთვის ჭიდაობა არ არის საინტერესო
დააT
29 აპრილი 2022 15:44
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული